ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2015


ხევსური

სახეზე სატევრის ტიტრები აწერია,
მიაქვს არაყი და სულ მცირე სადილი,
არაგვს კი ამ მთების საძილე არტერიას,
შავი ბედაურით გაჭრის და გადივლის.

უცქერ და რა გინდა ოცნებად დაისახო,
მთელი ხევსურეთი თოვლშია შესული
და ხევისბერივით მოსჩანს ბარისახო
და შავ ბედაურზე ციმციმებს ხევსური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს