ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2015


* * *

დიდი ხნის შემდეგ დაწერილი ლექსი

ყელში მომებჯინა მთელი ბავშვობა,
ვზივარ და ვწერ.
მოგონებები, დამსხვრეული სათამაშოებივით
ყუთებში გამოვამწყვდიე,
გამოვრეცხე ძველი ჩაიდანი,
თავქვე დავამხე.
აქვე  გავამხელ,
უძრაობის დროს ჩაიც მიობდება.
ზამთრის სუსხიან დღეებში დათვის მშურს,
და თვით ზაფხულში ზამთარს ვნატრობ.
წელიწადის დრო ვერ ვნახე, მე რომ შემეფერება ისეთი.
რაც წარსულიდან გადმომყვა
წერის ჩვევაა,
უმისამართოდ ვფანტავ ქარწერილებს.
თავისუფალ დროს კი ადრესატებს ვეძებ.
ხანდახან მინდა, ღმერთმაც თავი დამანებოს. თუმცა მხოლოდ ხანდახან.
ყელში მობჯენილ ბავშვობას უგემურად ვყლაპავ და ვნატრობ, ბავშვობაში გენახე,
ღმერთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები