სახლი აფხაზეთში ბედის ირონიაა, რომ საკუთარ სახლში უნდა გადავიპარო, აფხაზეთში... საოცრად მომენატრა იქაურობა, წელიწადია არ ვყოფილვარ და ნეტა შეიცვალა რამე მის ცხოვრებაში ჩემს შემდეგ? ნეტა რა სიახლე მელის? ილიას სიტყვები მახსენდება: ნეტა რას ვეტყვი ახალს ჩემს ქვეყანას და რას მეტყვის იგი მეო... მეც მასსავით სტუდენტობიდან ვბრუნდები შინ, მხოლოდ განსხვავებული გრძნობით: თითქოს გადასახლებიდან მაბრუნებდნენ... სახლი, ტკბილი სახლი... ნათლიას წლისთავის მერე არ ვყფილვარ, არადა უკვე მეორე წლისთავიც მოახლოვდა... აკოც გაიზრდებოდა და თამუნია, ალბათ, უკვე ტიკტიკებს... დრო უკანმოუხედავად გარბის და თვალის დახამხამებაში ცვლის ყოველივეს. თან მიაქვს ყველაფერი ძველი, მოგონებების გარდა... რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად გენატრება, რაც უფრო მეტად გენატრება, მით მეტს ფიქრობ, შესაბამისად რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით ნაკლებად გავიწყდება, თუმცა მით მეტად გტკივა და იკარგები... ტკივილის მორევში იკარგები... ერთი და იგივე... ხშირად მოსაწყენი, მაგრამ გააჩნია ვისთვის როგორ, რანაირი თვალით ან რომელი კუთხიდან დააკვირდები მის ცხოვრებას, სოფლის ცოვრებას... ხშირად ერთფეროვანსა და მდარეს, ერთ უცვლელ კალაპოტში მიმავალ პატარა მდინარეს მაგონებს, აი იმას, ბიძის სახლს რომ უვლის... ერთმანეთს გვანან თითქოს მდუმარე სოფელი და ჩუმი მდინარე წვიმის მოლოდინში... ზამთარ-ზაფხულ არც იმატებს, არც გეზს იცვლის, ზოგჯერ მგონია-ვერც ამჩნევს, არც აღელვებს მის ნაპირებზე ეკალ-ბარდების მომრავლება და არც ფერად-ფერადი კოკრების ყვავილობა ხიბლავს... ცოცხალ-მკვდარია, მარტოოდენ თავის რაკრაკზე ნაღვლობს, სხვა არაფერი აშფოთებს მის უდარდელ გონებას. მაინც მიზიდავს, ალბათ სწორედ ამ უდარდელობითა და სიბრმავით, კარგად მესმის მისი ჩურჩული, კენჭებს რომ ეთამაშება და ვითომ დუმს.ეს სიმშვიდე და დუმილი მიყვარს სწორედ. ჩემი სულის ამჟამინდელ მარტოობას ესალბუნება მისი სიმუნჯე. მე მიყვარს მტკვარი, მისი დაუდგომელი, მოუსვენარი ხასიათისთვის, მაგრამ ამ პატარა ნაკადულის რაკრაკი მიჯობს ამჟამად. მისი მდუმარება მატკბობს, სიბრმავე კი ოცნების უფლებას მანიჭებს. სიბრმავეც საჭირო ყოფილა, რათა შეძლო საკუთარ წარმოსახვით ტილოზე საკუთარი სურვილებისამებრ აფერადო სამყარო... მტკვრის ბობოქარი ცხოვრებით გადაღლილს ნაკადული მამშვიდებს, გონზე მოვყავარ, ცხოვრების აზრს მიბრუნებს, შთამაგონებს, შინაგანად მახელებს, მაძლიერებს, მორიგი თავგადასავლებისთვის განმაწყობს და მასწავლის ახალ გზებს მტკვართან მისასვლელად... ... და ისევ, ჩემი სახლი აფხაზეთში და ღამის ბინდი, საკუთარი აჩრდილი მაკრთობს... მივიპარები, საკუთარ სახლში მივიპარები...
ლ.ოლირი ს. ოტობაია, 2009 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გმადლობთ ივდო-ოტობარი :) გმადლობთ ივდო-ოტობარი :)
14. ემოცია კარგად მოიტანა ჩემამდე.ლამაზად არის დაწერილი,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.ნაცნობი სიტუაციაა.წარმატებები და სიკეთე ავტორო! ++ ემოცია კარგად მოიტანა ჩემამდე.ლამაზად არის დაწერილი,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.ნაცნობი სიტუაციაა.წარმატებები და სიკეთე ავტორო! ++
13. ვერ გეტყვით. ამ საიტზე ახალბედა ვარ და ცოტა ვინმეს ვიცნობ... გმადლობთ ვერ გეტყვით. ამ საიტზე ახალბედა ვარ და ცოტა ვინმეს ვიცნობ... გმადლობთ
12. ivdo otobari ewera ivdo otobari ewera
11. Momewona. shesanishnavadaa gadmocemuli. + Daaaaa erti otobaieli iyo aq da natesavi xoaraa sheni? Momewona. shesanishnavadaa gadmocemuli. + Daaaaa erti otobaieli iyo aq da natesavi xoaraa sheni?
10. არც გამხსენებია. რეგისტრაციის დროს მივუთითე :) თან ჩემი გული უკვე მოტაცებულია, თან 2 ქალბატონის მიერ, უფრო სწორედ ერთი ქალბატობისა და ერთიც პატარა საქალბატონეს მიერ :) ასე რომ, გათვლადი არ ყოფილა მზგავსი განვითარება მოვლენებისა. პს: გმადლობთ :) არც გამხსენებია. რეგისტრაციის დროს მივუთითე :) თან ჩემი გული უკვე მოტაცებულია, თან 2 ქალბატონის მიერ, უფრო სწორედ ერთი ქალბატობისა და ერთიც პატარა საქალბატონეს მიერ :) ასე რომ, გათვლადი არ ყოფილა მზგავსი განვითარება მოვლენებისა. პს: გმადლობთ :)
9. არა. არც ზედმეტი თავმდაბლობაა საჭირო. თანაც ტელეფონის ნომერიც რომ მიგიწერია. :))
"ნეტა ქორწილში არ დაგვპატიჟებენ?" :)))
არა. არც ზედმეტი თავმდაბლობაა საჭირო. თანაც ტელეფონის ნომერიც რომ მიგიწერია. :))
"ნეტა ქორწილში არ დაგვპატიჟებენ?" :)))
8. :) გმადლობთ ნეფერტარი :) მაგრამ ვფიქრობ გადაჭარბებულია ფოტოსთან დაკავშირებული თქვენი შეფასება :) :) გმადლობთ ნეფერტარი :) მაგრამ ვფიქრობ გადაჭარბებულია ფოტოსთან დაკავშირებული თქვენი შეფასება :)
7. ლუკა.ოლირი, 5 ქულა შენ.
გასაგებია (კარგადაც) შენი გრძნობები და ემოციები. ზუსტად იგივე შეგრძნება და მონატრება მაქვს სოფლის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ სოფელი არასოდეს მქონია. ოტობაიაში ნამყოფი ვარ ერთხელ 2 კვირით ჩემი მეზობლის ნათესავებთან. დაუვიწყარი დრო იყო ის 14 დღე.
და კიდევ... თუ ავატარს არ შეცვლი, აშკარად მოგიტაცებს რომელიმე მშვენიერი გოგონა - ამ საიტის ბინადარი. თითქმის არ მინახავს ასეთი ბრწყინვალე გარეგნობის მამაკაცი (ერთის გარდა), ჯიშიანი ნაციის კარგი წარმომადგენელი ასეთი შინაგანი სითბოთი და ადამიანურობით სავსე... :)
ლუკა.ოლირი, 5 ქულა შენ.
გასაგებია (კარგადაც) შენი გრძნობები და ემოციები. ზუსტად იგივე შეგრძნება და მონატრება მაქვს სოფლის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ სოფელი არასოდეს მქონია. ოტობაიაში ნამყოფი ვარ ერთხელ 2 კვირით ჩემი მეზობლის ნათესავებთან. დაუვიწყარი დრო იყო ის 14 დღე.
და კიდევ... თუ ავატარს არ შეცვლი, აშკარად მოგიტაცებს რომელიმე მშვენიერი გოგონა - ამ საიტის ბინადარი. თითქმის არ მინახავს ასეთი ბრწყინვალე გარეგნობის მამაკაცი (ერთის გარდა), ჯიშიანი ნაციის კარგი წარმომადგენელი ასეთი შინაგანი სითბოთი და ადამიანურობით სავსე... :)
6. მალე თავისუფლად გევლოს შენს სახლში, როცა მოგესურვება. მალე თავისუფლად გევლოს შენს სახლში, როცა მოგესურვება.
5. გმადლობთ. თქვენც გილოცავთ... უფალს ებარებოდეთ... გმადლობთ. თქვენც გილოცავთ... უფალს ებარებოდეთ...
4. მე მომეწონა ეს განცდები. შობა ახალ წელს გილოცავთ. მე მომეწონა ეს განცდები. შობა ახალ წელს გილოცავთ.
3. უღრმესი მადლობა რჩევებისათვის. მართალი ბრძანდებით, ეს ორი ნაწარმოები უფრო ავტობიოგრაფიულია,უბრალოდ გადავწყვიტე(ვინაიდან ამ საიტზე ახალბედა გახლავართ) ჯერ ჩემი გულის "კარნახი" გამეზიარებინა... აუცილებლად შემოგთავაზებთ ახალ ნაწარმოებებს სხვა ჟანრში. გმადლობთ... უღრმესი მადლობა რჩევებისათვის. მართალი ბრძანდებით, ეს ორი ნაწარმოები უფრო ავტობიოგრაფიულია,უბრალოდ გადავწყვიტე(ვინაიდან ამ საიტზე ახალბედა გახლავართ) ჯერ ჩემი გულის "კარნახი" გამეზიარებინა... აუცილებლად შემოგთავაზებთ ახალ ნაწარმოებებს სხვა ჟანრში. გმადლობთ...
2. პირველ კომენტარს ვერაფერს დავამატებ. განწყობას ქმნის და ეს დადებითი მხარეა ამ მოთხრობის. დარწმუნებული ვარ რომ არმენის მოსაზრება , თუ გაითვალისწინებ, ძალიან წაგეშველება მომავალში. კი, შეგიძლია შენ წერა.
პირველ კომენტარს ვერაფერს დავამატებ. განწყობას ქმნის და ეს დადებითი მხარეა ამ მოთხრობის. დარწმუნებული ვარ რომ არმენის მოსაზრება , თუ გაითვალისწინებ, ძალიან წაგეშველება მომავალში. კი, შეგიძლია შენ წერა.
1. ახლა წავიკითხე თქვენი ორივე ჩანაწერი დიდი ყურადღებით და ჩემს აზრს მოგახსენებთ: ძალიან მომეწონა დეტალებზე ორიენტირება, რომ ბუნებრივად აღწერა შეგიძლიათ, საგნის, მოვლენის, ადამიანის. იკითხება არანაძალადევად, საინტერესოდ. შეგიძლიათ განწყობა გადასდოთ/შეუქმნათ მკითხველს,-ეს ორი კომპონენტი კი არც თუ ისე ცუდად ფასობს ლიტერატურაში. მაგრამ თუ ნებას მიბოძებთ, გეტყვით რაც არ მომეწონა, ან ნაკლებად: არ ვიცი მომეჩვენა თუ ნამდვილად ასეა, ბევრი მართალი დეტალია, ავტობიოგრაფიული, მემუარული ხასიათის. მგონია, რომ სიმართლის წერა ავტორს ხშირად ხელს უშლის მხატვრული ტექსტის შექმნაში. იმდენია საკუთარი ემოცია, რომ ნაწერი ჩანახატს, აღსარებას ემსგავსება საკუთარ თავთან. ამ დროს მკითხველი ზედმეტი ხდება, რადგან არა ნაწერის ღირებულებას, არამედ თქვენს პიროვნებას უღრმავდება,-არა პერსონაჟის, არამედ ავტორის, ამით კი უკვე ნაწერი ზარალდება, ჩემი აზრით. დღეს, როცა ,,სხვისი ჭირი,-ღობეს ჩხირია", არავის აინტერესებს სხვისი შინაგანი ბრძოლა, თუ ის სხვა ძალიან ახლობელი ადამიანი არაა. მაგრამ სულ სხვა სიტუაციაა, როცა ნაწერში სიუჟეტია, ამბავია მოყოლილი,-ავტორი უფრო თავისუფლად წერს, უფრო ლაღად და მხატვრულ ამოცანებს უფრო იოლად ართმევს თავს, რადგან პერსონაჟის ჯვარი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, მისი არაა. ამ დროს მკითხველიც უფრო აზარტულად, ინტერესით მიყვება და ავტორთან მიბრუნების სურვილიც უჩნდება. არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე სათქმელი. მოკლედ პირადად მე სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს რომელიმე სიუჟეტიან, გამოგონილ მოთხრობას. მეგობრული რჩევა მექნებოდა,-მიეცით ფანტაზიას გასაქანი და ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნება. აქ კი ორივე ნაწერთან ავანსად ორ უმაღლეს შეფასებას ვტოვებ, მომავალში უკეთესი ნაწერების წაკითხვის ღრმა რწმენით. წარმატებები! ახლა წავიკითხე თქვენი ორივე ჩანაწერი დიდი ყურადღებით და ჩემს აზრს მოგახსენებთ: ძალიან მომეწონა დეტალებზე ორიენტირება, რომ ბუნებრივად აღწერა შეგიძლიათ, საგნის, მოვლენის, ადამიანის. იკითხება არანაძალადევად, საინტერესოდ. შეგიძლიათ განწყობა გადასდოთ/შეუქმნათ მკითხველს,-ეს ორი კომპონენტი კი არც თუ ისე ცუდად ფასობს ლიტერატურაში. მაგრამ თუ ნებას მიბოძებთ, გეტყვით რაც არ მომეწონა, ან ნაკლებად: არ ვიცი მომეჩვენა თუ ნამდვილად ასეა, ბევრი მართალი დეტალია, ავტობიოგრაფიული, მემუარული ხასიათის. მგონია, რომ სიმართლის წერა ავტორს ხშირად ხელს უშლის მხატვრული ტექსტის შექმნაში. იმდენია საკუთარი ემოცია, რომ ნაწერი ჩანახატს, აღსარებას ემსგავსება საკუთარ თავთან. ამ დროს მკითხველი ზედმეტი ხდება, რადგან არა ნაწერის ღირებულებას, არამედ თქვენს პიროვნებას უღრმავდება,-არა პერსონაჟის, არამედ ავტორის, ამით კი უკვე ნაწერი ზარალდება, ჩემი აზრით. დღეს, როცა ,,სხვისი ჭირი,-ღობეს ჩხირია", არავის აინტერესებს სხვისი შინაგანი ბრძოლა, თუ ის სხვა ძალიან ახლობელი ადამიანი არაა. მაგრამ სულ სხვა სიტუაციაა, როცა ნაწერში სიუჟეტია, ამბავია მოყოლილი,-ავტორი უფრო თავისუფლად წერს, უფრო ლაღად და მხატვრულ ამოცანებს უფრო იოლად ართმევს თავს, რადგან პერსონაჟის ჯვარი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, მისი არაა. ამ დროს მკითხველიც უფრო აზარტულად, ინტერესით მიყვება და ავტორთან მიბრუნების სურვილიც უჩნდება. არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე სათქმელი. მოკლედ პირადად მე სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს რომელიმე სიუჟეტიან, გამოგონილ მოთხრობას. მეგობრული რჩევა მექნებოდა,-მიეცით ფანტაზიას გასაქანი და ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნება. აქ კი ორივე ნაწერთან ავანსად ორ უმაღლეს შეფასებას ვტოვებ, მომავალში უკეთესი ნაწერების წაკითხვის ღრმა რწმენით. წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|