ურჩი ფიქრების ამშლელო, ტურფა ყვავილო ფშავისა, იმად ვარ გალაღებული, შენს გულში მზე რო ჰყვავისა. ბაგეზე ბაგეს გამთხვევო, ასე რომ მიმხელ წადილსა, ეგ ცეცხლი ისე მომედო, ვეღარ ვპოულობ ადგილსა... მიძინებული გრძნობები, შენი თუ აიშალაო, ჩემსას რაღასღა ერჩოდი, რად გამაწამე ქალაო? მაგ სილამაზის ცქერაში ლამის დღე დამეთვალაო. სულ მაგ უბეში ჩამებნა, ის მარგალიტის ჭალაო, თან მითხარ,- ჩაგისაფრდები არ მოგაცილებ თვალსაო. მალულად დამაცქერდოდი რო დაგანახებ ხალსაო, ისე მოგხიბლო საჩემოდ, არ იკარებდე სხვასაო. ალერსით გახელებულსა, ვეღარ მიხსნიდე მკლავსაო. ნეტავ, სად იყავ აქამდის ტურფა ყვავილო ფშავისა, შენი სურნელით დამთვრალსა ჟინი მკლავს შენი ბაგისა.
თ. ქიზიყელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა გულიანა მეორედაც და აქ ისევ თოვს... მადლობა გულიანა მეორედაც და აქ ისევ თოვს...
7. უი,ეს ლექსი წაკითხული მქონია... გამოდის რომ მეორეთაც ვისიამოვნე მისი წაკითხვით.
:) მუზას თქვენთანაც უთოვია... კარგია. უი,ეს ლექსი წაკითხული მქონია... გამოდის რომ მეორეთაც ვისიამოვნე მისი წაკითხვით.
:) მუზას თქვენთანაც უთოვია... კარგია.
6. გაიხარე სოფი მიხარია რომ მთიელის სისხლისა ხარ. გაიხარე სოფი მიხარია რომ მთიელის სისხლისა ხარ.
5. რა წრფელი, სუფთა და ლამაზი ლექსია! +++ რა წრფელი, სუფთა და ლამაზი ლექსია! +++
4. გეწეოდეს ქრისტეშობის მადლი გულიანა. გეწეოდეს ქრისტეშობის მადლი გულიანა.
3. ქრისტეშობას გილოცავთ!
მომეწონა,მართლაც კარგი სატრფიალო სიმღერა იქნებოდა.
++ ქრისტეშობას გილოცავთ!
მომეწონა,მართლაც კარგი სატრფიალო სიმღერა იქნებოდა.
++
2. მადლობა მარი ბედნიერი შობა-ახალი წელი გისურვეეთ.
მადლობა მარი ბედნიერი შობა-ახალი წელი გისურვეეთ.
1. სიმღერის ტექსტად მაგარი იქნება ლექსი მომეწონა წარმატებები სიმღერის ტექსტად მაგარი იქნება ლექსი მომეწონა წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|