 | ავტორი: mer@bi ჟანრი: პოეზია 5 იანვარი, 2016 |
ვეღარ გავიგონებ ქართულ გამარჯობას. შენს სიყვარულს ღმერთთან ვეღარ დავიფიცებ. უნდა მაპატიო სულის აბრაგობა, მე ხომ გულთან სისხლი ბოლთას აღარ მიცემს. ისე სწრაფად მოხდა... დროის საფეთქლებთან წამები რომ ცემდნენ მეტი გამალებით, თვალწინ ჩამირბინა კადრმა აფეთქების. ტალღას ხმა რომ გაჰყვა, როგორც კავალერი, ისე გავიფანტე, ქარმა თან მიახლა. მიწამ შეიწითლა ჩემი ნაკვალევი. სახლში დამელოდე, მალე დამინახავ. ფანჯრებს შემატოვებს წვიმა აკვარელით. როცა დაიღლება ზეცა გამეხებით, როცა ჰაერია ძლიერ მოთენთილი, ვიცი,მიგრძნობ,მაგრამ ვეღარ შემეხები. სიზმრად მნახავ,მაგრამ ღამეც ხომ თენდება?! ჰოდა,ამომაშრე თვალთა ტაროსიდან. არ მსურს,ვიყო შენი ბედის მესაკუთრე. შენში მოვალ მხოლოდ როგორც ტურისტი და ჩვენი სიყვარული ხსოვნად მომაპკურე.
ვიცი,ეს წერილი შენთან თავად მოვა, რადგან მოკლას უჩემობის სიღარიბე. ალბათ მაპატიებ სულის აბრაგობას, მე ხომ გულთან სისხლი ბოლთას აღარ მიცემს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
2. ავტორი: mer@bi ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
მშვენიერია!
ავტორი: mer@bi ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
მშვენიერია!
1. რა სევდიანია მერაბ. :( რა სევდიანია მერაბ. :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|