 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 9 იანვარი, 2016 |
ღმერთო დამეხმარე იცი ძალზედ მიჭირს შობა ახლოვდება,მე კი გარეთ მძინავს, ეს თქვა პატარამ და თვალზე ხელის ზურგით ქრისტეს ცრემლები და დარდი მოიწმინდა.
ღმერთო მაკანკალებს ხელებს ვინ გამითბობს ან ვინ მომაწოდებს მცირე პურის ნატეხს უკვე თორმეტია შობა დამდგარიყო მე კი ნანგრევებში უგრძეს ღამეს ვათევ.
ღმერთო ტაძარშიც კი ვერ წავედი მტკივა მთელი სული ვიცი გიღალატე, ფეხზე არაფერი არ მაცვია,გარეთ კი ყინავს ალბათ არ არის ეს რამის გამართლება როცა რამის გწამს და მთელი გულით გინდა.
ღმერთო ფანჯარაში სანთელს ვერ დაგინთებ (სახლი არ მაქვს და ხედავ ვერ შევძლებდი) რა ვქნა მომიტევე არ ვარ ბედნიერი, რაც კი ხურდა მქონდა პური ვიყიდე და ახლა ნანგრევებში ვწევარ მადლიერი.
შობა მითენდება მე კი ვერ ვინძრევი, მცივა,ვიყინები არც კი მაფარია, ხალხი არ მოსულა არც კი გავახსენდი რაც მე მეჯავრება მხოლოდ ზამთარია.
ის ვინც არ დამტოვებს მხოლოდ უფალია, მხოლოდ ის გაიგებს ახლა მე რა მტკივა, სიტყვა დავამთავრე ზუსტად ორმოც წამში სახლის ნანგრევებთან მზემაც ჩაიცინა.
ღმერთო დამეხმარე იცი ძალზედ მიჭირს შობა ახლოვდება,მე კი გარეთ მძინავს, ეს თქვა პატარამ და თვალზე ხელის ზურგით ქრისტეს ცრემლები და დარდი მოიწმინდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სამწუხაროდ ჯერაც ბევრს აქვს ასეთი ბავშვობა. სამწუხაროდ ჯერაც ბევრს აქვს ასეთი ბავშვობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|