დასავლეთში მომხდარა ეს ამბავი,თუმცა შეიძლება აღმოსავლეთშიც მომხდარიყო,სამხრეთშიც და საქართველოს გარეთ, სხვაგანაც,მაგრამ ამ კონკრეტულმა ამბავმა,დასავლეთში არჩია დაბადება და განვითარება. მგზავრის მონათხრობი: თერთმეტი ხდებოდა,მარშუტში რომ ავედი.მგზავრები კანტი-კუნტად იყვნენ უკვე,შეიძლება ეს დღის ბოლო რეისიც იყო.მძღოლთან ახლოს ჩამოვჯექი და დაორთქლილ მინას გავეთამაშე.ასე ხდება კაცობრიობის დასაწყისიდან,ჩვენი კვალის დატოვება გვიყვარს,ადამიანებს:გამოქვაბულის კედლებზე,თიხის ფირფიტებზე,ლიფტის კარებზე,გაურეცხავ მანქანაზე და ა.შ ყველგან...მინაზე,უგერგილო,გაურკვეველი ჯიშის ყვავილის ხატვა,დამთავრებული არ მქონდა,მძღოლმა გააჩერა...ამოვიდა შეყვარებული წყვილი.ამის მისახვედრად, თვალის ერთი შევლებაც საკმარისი იყო.რა თქმა უნდა ერთად დასხდნენ და ერთმანეთის გაყინული ხელები,ერთმანეთის გაყინულ ხელებშივე ჩარგეს.ეს ის შემთხევა იყო როცა,სიცივე,მხოლოდ სიცივე არ არის.ანუ, სიცივე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს,თავის ბუნებას დროებით კარგავს და ორ ადამიანს რომანტიკის თბილ წყაროდ ეღვრება თავზე... რომანტიზმის ეს ცხადი ეკრანიზაცია,ყორნის ჩხავილივით გაჭრა გოგოს უეცარმა აცრემლიანებამ და გაფითრებულმა სახემ... ბიჭმა მხარზე ხელი მოხვია,მისკენ მიიზიდა,ლოყაზე აკოცა და უთხრა: ნუ გეშინია,ეს დღეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა...მართალია მოუმზადებლად,უცხო ქალაქში,მაგრამ... ხომ გიყვარვარ? (არავითარი - ''კი'') -''ძალიან'',იყო პასუხი.მთელი ეშხით,მთელი სინათლით,მთელი სისრულით,ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლებიც კი ააორთლა თითქოს,წარმოთქმული სიტყვის სიმხურვალემ. ჰოდა,ყველაფერი მაგრად იქნება.ეხლა ბიძაჩემთან ავალთ,მაგაზე ახლობელი და გამგები არ მყავს ამ ქალაქში.ხო იცნობ,რა ძმაა?.. მარტო ცხოვრობს,თავის ელექტრო გიტარასთან ერთად. გოგოს, ცრემლებთან ერთად ჩამორეცხილი შიში, უკვე სახიდან მოეწმინდა და დამშრალი მდინარის კალაპოტივით შერჩენილ, ნიკაპამდე ჩამოგორებული ცრემლის ნატრაექტორიებს ღიმილით იკეცავდა ყვრიმალების ნაოჭში. ეს,იყო და ეს.ეს არც ისე ჩუმი და არც ისე ხმამაღალი დიალოგი მოვისმინეთ(უფრო გარკვევით ჩვენ,ვინც წინ ვისხედით.ანუ მე და მძღოლმა)არც ერთს არაფერი შეგვიმჩნევია ,განსაკურებით,მძღოლს.თავისთვის მართავდა მანქანას.ცდილობდა ორმოებისთვი აევლო გვერდი და სახლშიც მალე მისულიყო.ან რა ჩვენი საქმე იყო?ორმა,თვალს თუ დავუჯერებდით,ასაკით სრულმა ადამიანმა,თავისი გადაწყვიტა და ჩვენც რაღა დაგვჩენოდა სიხარულისა და კვერის დაკვრის მეტი.ამ პატარა ქვეყანას,სიყვარულით შექმნილი ოჯახი,შენს თვალ-წინ რომ შეემატება,ეგ უკვე დიდი ამბავია. შინაგანი სიხარული მოიტანეს,თავიანთი ზურგებით, ჭიანჭველებმა და დაიწყეს ხოხვა სხეულში,უჯრედ-უჯრედ შემოიარეს მთელი ორგანიზმი და ვიდრე ჩემი სხეულის დატოვებას გადაწყვეტდნენ- სახეზე, ყველაზე კმაყოფილი ადამიანის ღიმილი დამახატეს. .(ჰო,ემოციებსაც უყვართ,თავიანთი კვალის დატოვება,ყველასთვის).მექანიკურად,მინაზე მიხატულ ყვავილს გავხედე,თვალებგაღებილ,ნამტირალებ,ქალს ჰგავდა.ყვავილი,რა სიმბოლურად დამიხატავს- მეთქი,გავიფიქრე და ამ დროს,ჩვენმა რომეომ,აი აქ შემიჩერეო უთხრა მძღოლს.წამოდგა,გოგოს კარები გაუღო და ძირს ჩაუშვა,ცალი ფეხი თავადაც ქვემოთ ჩადგა,ისე,რომ სახით ჩვენკენ იყო ,გოგოსთვის ზურგს უკან დარჩენილი ხელი მაგრად ჰქონდა ჩაჭიდებული და თავისუფალი ხელით რაღაცას ანიშნებდა მძღოლს,რა თქმა უნდა ეს გაუგებარი ჟესტი იყო და თითქოს თეატრში სცენა გაიყინაო,სრულმა გაუგებრობამ შეავსო,სიცარიელეები ჩვენს შორის.გოგომაც არ დაახანა და ცოტა სწრაფად,თორე გავიყინეო- თქვა.ბიჭის წითელმა ლოყებმა,უმარტივესი განტოლებასავით ამოხსნეს,წეღანდელი ჟესტის არსი...მივხვდით,თუმცა გვიანი იყო,ბიჭმა მექანიკურად,მოიწყვიტა პიჯაკის ღილები თავისუფალი ხელით და მძღოლს დაუყარა ხელის გულზე.ბნელოდა და ალბათ ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩა ეს მოქმედება,ყველამ,(თავის აწ უკვე მეუღლის ჩათვლით),დაინახა მხოლოდ ის,რაც უნდა დაენახა,ის რასაც ელოდნენ-თანხის მიცემა:შავი,რკინის მონეტების,ხელიდან ხელში ჩაყრა...მხოლოდ მე და მძღოლიღა ვრჩებოდით,რომლებთაც არაფერი უნდა შეგვემჩნია.მე,გავისუსე და თავი,ჩემი ყვავილისკენ გავაბრუნე,რომელიც უკვე სულ მთლად გამქრალიყო.ბიჭს მძღოლის დუმილმა,აფიქრებინა,რომ : მძღოლი ყაბულსა არისო და თავისუფალი ხელი კარისკენ წაიღო,მოსაკეტად.კარის ხრიალს,მძღოლის სიტყვები შეერია:მეგობარო,ერთი წუთით...(ბიჭისთვის ეს ხმა დაახლოებით,ისე გაიჟღერდა,როგორც მისკენ მიმართული იარაღის გასროლის ჭექა). მეგობარო...დაიცადე,ხურდა გეკუთვნის...და რკინის მონეტები,ჩაუთვალა ხელში.ნამდვილი ხურდა,ნამდვილი ფული. რომ დავიძარით,მძღოლს მივუბრუნდი და იცი რა მყარი ფუნდამენტი დაასხი ახლა,ამათ ოჯახში-თქო,ვუთხარი. ჰო...ამ ღილებს შევინახავ,თუ გინდა ერთს შენ მოგცემ,ოღონდ ხურდა არ მინდაო-გამეხუმრა.ეტყობოდა ჩემგან წასული ჭიანჭველები,სხეულში უღოღავდა უკვე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. აჰ,ვანო... რა,რა და პლაგიატორობა არ დამაბრალო,მთელი შეგნებული ცხოვრება,რითიც შემიძლია ვებრძვი.ისტორიის ფესვი საიდან მოდის ნამდვილად არ ვიცი,(სწორედაც,რომ ძალიან პატარა (სულ სამი კაცისგან შემდგარ) სუფრაზე მომიყვა მეგობარმა,''აგერ,სამი ქუჩის იქეთ მოხდა ეგ ამბავიო''.დანარჩენი რა თქმა უნდა ჩემი დამატებულია,ჩემი და მხოლოდ ჩემი,თუ ვინმე დამიმტკიცებს,რომ ამ ისტორიის ძირი სხვა მწერლის ფანტაზიის ნაყოფია და ჩემი მეგობარი ''უბრალოდ დათვრა და შემოაწვა'' , მე ამ მოთხრობაზე უარს ვიტყვი,ჩავუშვებ ''დავიწყების მილში'',ყოველგვარი დანანების გარეშე. ))
ჰო,სხვა რა უნდა მეთქვა.... რა და მადლობა თქვენ! აი,უუუღმესი მადლობა ნეფერტარს,თითქმის ყველა საორჭოფო წინადადება ისე,გამისწორე,რომ მეამა.დღეს,ჩემი ტვინი ცოტას დაისვენებს,ამეებზე ფიქრისგან <3 <3
მიშა... მე,შემიძლია ყველაფერში თუ არა თითქმის ყველაფერში დაგეთანხმო,უსიტყვოდ. ))) აჰ,ვანო... რა,რა და პლაგიატორობა არ დამაბრალო,მთელი შეგნებული ცხოვრება,რითიც შემიძლია ვებრძვი.ისტორიის ფესვი საიდან მოდის ნამდვილად არ ვიცი,(სწორედაც,რომ ძალიან პატარა (სულ სამი კაცისგან შემდგარ) სუფრაზე მომიყვა მეგობარმა,``აგერ,სამი ქუჩის იქეთ მოხდა ეგ ამბავიო``.დანარჩენი რა თქმა უნდა ჩემი დამატებულია,ჩემი და მხოლოდ ჩემი,თუ ვინმე დამიმტკიცებს,რომ ამ ისტორიის ძირი სხვა მწერლის ფანტაზიის ნაყოფია და ჩემი მეგობარი ``უბრალოდ დათვრა და შემოაწვა`` , მე ამ მოთხრობაზე უარს ვიტყვი,ჩავუშვებ ``დავიწყების მილში``,ყოველგვარი დანანების გარეშე. ))
ჰო,სხვა რა უნდა მეთქვა.... რა და მადლობა თქვენ! აი,უუუღმესი მადლობა ნეფერტარს,თითქმის ყველა საორჭოფო წინადადება ისე,გამისწორე,რომ მეამა.დღეს,ჩემი ტვინი ცოტას დაისვენებს,ამეებზე ფიქრისგან <3 <3
მიშა... მე,შემიძლია ყველაფერში თუ არა თითქმის ყველაფერში დაგეთანხმო,უსიტყვოდ. )))
8. ვიხსენებ მაგრამ ვერ გავიხსენე, რა ერქვა, ან ვისი დაწერილი მოთხრობა, რომელიც ამ 47-48 წლის მაქვს წაკითხული....ქართველი მწერლის რაღა თქმა უნდა.. იქნებ, სოსო იორამაშვილის? არ მახსოვს.. აი, ისეთი მწერლის, რომ წაიკითხავ და მეორედ აღარ გაიხედავ....
მცირეოდენი დეტალებშია განსხვავება...სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მაგივრად ტრამვაის კონდუქტორი... იქაც, ახალგაზრდა საცოლესთან ერთდ მგზავრობს, თან კრიტიკული მომენტია, როცა მომავალი უნდა გაადწყდეს... ფული არ ჰქონდა და მძღოლი იქით დაუხურდავებს, ღილები იყო თუ არა, მომკალით და არ მახსოვს. სამაგაეროდ, კარგად მახსოვს, რომ ამბავს ყვება იმ ბედნიერი წყვლის შვილი, ასე ოციოდე წლის შემდეგ, როცა მამამისმა, აწ უკვე მოსამართლემ, ქურდობაში დაადანაშაულა ის კონდუქტორი... ჰო, ვერ იცნო მისი კეთილისმყოფელი, კონდუქტორმა კი მხოლოდ სასამართლოს ბოლოს შეახსენა თავი...
ვიხსენებ მაგრამ ვერ გავიხსენე, რა ერქვა, ან ვისი დაწერილი მოთხრობა, რომელიც ამ 47-48 წლის მაქვს წაკითხული....ქართველი მწერლის რაღა თქმა უნდა.. იქნებ, სოსო იორამაშვილის? არ მახსოვს.. აი, ისეთი მწერლის, რომ წაიკითხავ და მეორედ აღარ გაიხედავ....
მცირეოდენი დეტალებშია განსხვავება...სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მაგივრად ტრამვაის კონდუქტორი... იქაც, ახალგაზრდა საცოლესთან ერთდ მგზავრობს, თან კრიტიკული მომენტია, როცა მომავალი უნდა გაადწყდეს... ფული არ ჰქონდა და მძღოლი იქით დაუხურდავებს, ღილები იყო თუ არა, მომკალით და არ მახსოვს. სამაგაეროდ, კარგად მახსოვს, რომ ამბავს ყვება იმ ბედნიერი წყვლის შვილი, ასე ოციოდე წლის შემდეგ, როცა მამამისმა, აწ უკვე მოსამართლემ, ქურდობაში დაადანაშაულა ის კონდუქტორი... ჰო, ვერ იცნო მისი კეთილისმყოფელი, კონდუქტორმა კი მხოლოდ სასამართლოს ბოლოს შეახსენა თავი...
7. ხოო... ოთხმოცდაათიანების ძალიან ცნობილი ისტორია, რომელსაც ყველა სოფელში მოგიყვებოდნენ სუფრასთან, თან სადღეგრძელოსაც მოაყოლებდნენ .... ხოო... ოთხმოცდაათიანების ძალიან ცნობილი ისტორია, რომელსაც ყველა სოფელში მოგიყვებოდნენ სუფრასთან, თან სადღეგრძელოსაც მოაყოლებდნენ ....
6. ამის მიხვედრას თვალის ერთი შევლებაც ჰყოფნიდა> ამის მისახვედრად, თვალის ერთი შევლებაც საკმარისი იყო.
გოგოს, ცრემლებთან ერთად ჩამორეცხილი შიში,უკვე მოეწმინდა სახიდან და დამშრალი მდინარის კალაპოტივით შენრჩენილ, ნიკაპამდე ჩამოგორებული ცრემლის ნატრაექტორიებს,ყვრიმალების ნაოჭებში იკეცავდა,ღიმილით. >> გოგოს, ცრემლებთან ერთად ჩამორეცხილი შიში, უკვე სახიდან მოეწმინდა და დამშრალი მდინარის კალაპოტივით შერჩენილ, ნიკაპამდე ჩამოგორებული ცრემლის ნაკვალევს ღიმილით იკეცავდა ყვრიმალების ნაოჭში.
ორმა, ვიზუალს თუ დავჯერდებოდით,ასაკით სრულმა ადამიანმა,თავისი გადაწყვიტა და ჩვენც რაღა დაგვჩენოდა სიხარულისა და კვერის დაკვრის გარდა > ორმა, თვალს თუ დავუჯერებდით, ასაკით სრულწოლვანმა ადამიანმა, თავისი გადაწყვიტა და ჩვენც რაღა დაგვჩენოდა სიხარულისა და კვერის დაკვრის მეტი.
სახეზე,ყველაზე კმაყოფილი ადამიანის ღიმილი დამიხატეს>> სახეზე, ყველაზე კმაყოფილი ადამიანის ღიმილი დამახატეს.
თეათრში >> თეატრში.
სიცარიელეები ჩვენს შორის>> ჩვენს შორის გაჩენილი სიცარიელე.
ბიჭისთვის ეს ხმა დაახლოებით,ისე გაიჟღერდა,როგორც მისკენ მიმართული იარაღის გასროლის ჭექა >> ბიჭისთვის ეს ხმა დაახლოებით ისე გაჟღერდა, თითქოს მისი მიმართულებით გასროლილმა იარაღმა იჭექა.
ფუნდამენტი დაასხი > ფუნდამენტი ჩაუსხი ამ ახალ ოჯახს-თქო, ვუთხარი.
ეტყობოდა ჩემგან წასული ჭიანჭველები,სხეულში უღოღავდა უკვე. >>ეტყობოდა ჩემს ჭიანჭველებს მასთან გადაენაცვლათ და ახლა მის სხეულში დაღოღავდნენ უკვე. + + + ეს ისე... რა თქმა უნდა როგორც თქვენ გინდათ. არაფრის დამატება არ უნდა. 5. ამის მიხვედრას თვალის ერთი შევლებაც ჰყოფნიდა> ამის მისახვედრად, თვალის ერთი შევლებაც საკმარისი იყო.
გოგოს, ცრემლებთან ერთად ჩამორეცხილი შიში,უკვე მოეწმინდა სახიდან და დამშრალი მდინარის კალაპოტივით შენრჩენილ, ნიკაპამდე ჩამოგორებული ცრემლის ნატრაექტორიებს,ყვრიმალების ნაოჭებში იკეცავდა,ღიმილით. >> გოგოს, ცრემლებთან ერთად ჩამორეცხილი შიში, უკვე სახიდან მოეწმინდა და დამშრალი მდინარის კალაპოტივით შერჩენილ, ნიკაპამდე ჩამოგორებული ცრემლის ნაკვალევს ღიმილით იკეცავდა ყვრიმალების ნაოჭში.
ორმა, ვიზუალს თუ დავჯერდებოდით,ასაკით სრულმა ადამიანმა,თავისი გადაწყვიტა და ჩვენც რაღა დაგვჩენოდა სიხარულისა და კვერის დაკვრის გარდა > ორმა, თვალს თუ დავუჯერებდით, ასაკით სრულწოლვანმა ადამიანმა, თავისი გადაწყვიტა და ჩვენც რაღა დაგვჩენოდა სიხარულისა და კვერის დაკვრის მეტი.
სახეზე,ყველაზე კმაყოფილი ადამიანის ღიმილი დამიხატეს>> სახეზე, ყველაზე კმაყოფილი ადამიანის ღიმილი დამახატეს.
თეათრში >> თეატრში.
სიცარიელეები ჩვენს შორის>> ჩვენს შორის გაჩენილი სიცარიელე.
ბიჭისთვის ეს ხმა დაახლოებით,ისე გაიჟღერდა,როგორც მისკენ მიმართული იარაღის გასროლის ჭექა >> ბიჭისთვის ეს ხმა დაახლოებით ისე გაჟღერდა, თითქოს მისი მიმართულებით გასროლილმა იარაღმა იჭექა.
ფუნდამენტი დაასხი > ფუნდამენტი ჩაუსხი ამ ახალ ოჯახს-თქო, ვუთხარი.
ეტყობოდა ჩემგან წასული ჭიანჭველები,სხეულში უღოღავდა უკვე. >>ეტყობოდა ჩემს ჭიანჭველებს მასთან გადაენაცვლათ და ახლა მის სხეულში დაღოღავდნენ უკვე. + + + ეს ისე... რა თქმა უნდა როგორც თქვენ გინდათ. არაფრის დამატება არ უნდა. 5.
5. არა, არა... მოთხრობასთან არ იყო დაკავშირებული ჩემი კომენტარი...
ამ ნაწერში, "ხურდის" გაცემა მძღოლისგან იმდენად "მაღალი ძაბვის ფაზაა" ლიტერატურულად... და იმდენად შესანიშნავი - ადამიანურად... რომ მანამდე რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერს დაჩრდილავდა.
უმნიშვნელო კორექტურის გარდა, არაფერი სჭირდება ნაწერს.
გარდა ამისა...
ჩვენ გვინდა ეს თუ არა, შეგვიძლია თუ არა... და აქტუალურია თუ არა... მაინც, ჩვენდა უნებურად, ვმოქმედებთ მკითხველის ფსიქოლოგიასა და ქცევებზე. რატომღაც ქართული შემოქმედება მკითხველს კი არ ზრდის, უფრო ეფონება მას... რეალობას ხატავს ისეთსას, როგორიც არის ქართველი... თავს არიდებს მკვეთრ მოძრაობებსა და მჭახე აქცენტებს... იშვიათად ცდილობს ახალი იმიჯი შესთავაზოს აუდიტორიას და აჩვენოს, - როგორი უნდა იყოს ქართველი...
ზოგადი განსჯის მოედანს არ ვამზადებ, ახლა... არ შეგეშინდეს! :)
ნაწერმა დამაფიქრა ამ კუთხით და უბრალოდ ხმამაღლა გიზიარებ იმას, რაც ვიფიქრე:
ამ პატარა მოთხრობაში ორი ნიუანსი შეეჯახა ერთმანეთს: ყმაწვილების ქცევა, - ანუ, "როგორია ქართველი" და მძღოლის ქცევა, - ანუ, "როგორი უნდა იყოს ქართველი". თითქოს ორივე თანაბარი ემოციური ძალის მატარებელი ნიუანსია, მაგრამ მეორე (როგორც უკვე ვთქვი) იმდენად უნიკალურია, რომ ეს უკვე აღარ არის "როგორი უნდა იყოს ქართველი"... ეს არის "როგორი უნდა იყოს ადამიანი ზოგადად"!.. თან მედროშედ სამარშრუტოს მძღოლია, კაცოუუუ! :) და უფრო მნიშვნელოვანი, - მისი ეს ქცევა პრაქტიკულად უხეში, შეურაცხმყოფელი აფიორის პასუხი იყო...
...და კიდევ რა მენიშნა, იცი? - გამგები და ახლობელი ადამიანის (ბიძის) აურის მფარველობა რთული საკითხის გადაწყვეტისას... იმდენად ძლიერი აურის, რომ გაყინული მარშრუტის მძღოლშიც ამუშავდა :) არა, არა... მოთხრობასთან არ იყო დაკავშირებული ჩემი კომენტარი...
ამ ნაწერში, "ხურდის" გაცემა მძღოლისგან იმდენად "მაღალი ძაბვის ფაზაა" ლიტერატურულად... და იმდენად შესანიშნავი - ადამიანურად... რომ მანამდე რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერს დაჩრდილავდა.
უმნიშვნელო კორექტურის გარდა, არაფერი სჭირდება ნაწერს.
გარდა ამისა...
ჩვენ გვინდა ეს თუ არა, შეგვიძლია თუ არა... და აქტუალურია თუ არა... მაინც, ჩვენდა უნებურად, ვმოქმედებთ მკითხველის ფსიქოლოგიასა და ქცევებზე. რატომღაც ქართული შემოქმედება მკითხველს კი არ ზრდის, უფრო ეფონება მას... რეალობას ხატავს ისეთსას, როგორიც არის ქართველი... თავს არიდებს მკვეთრ მოძრაობებსა და მჭახე აქცენტებს... იშვიათად ცდილობს ახალი იმიჯი შესთავაზოს აუდიტორიას და აჩვენოს, - როგორი უნდა იყოს ქართველი...
ზოგადი განსჯის მოედანს არ ვამზადებ, ახლა... არ შეგეშინდეს! :)
ნაწერმა დამაფიქრა ამ კუთხით და უბრალოდ ხმამაღლა გიზიარებ იმას, რაც ვიფიქრე:
ამ პატარა მოთხრობაში ორი ნიუანსი შეეჯახა ერთმანეთს: ყმაწვილების ქცევა, - ანუ, "როგორია ქართველი" და მძღოლის ქცევა, - ანუ, "როგორი უნდა იყოს ქართველი". თითქოს ორივე თანაბარი ემოციური ძალის მატარებელი ნიუანსია, მაგრამ მეორე (როგორც უკვე ვთქვი) იმდენად უნიკალურია, რომ ეს უკვე აღარ არის "როგორი უნდა იყოს ქართველი"... ეს არის "როგორი უნდა იყოს ადამიანი ზოგადად"!.. თან მედროშედ სამარშრუტოს მძღოლია, კაცოუუუ! :) და უფრო მნიშვნელოვანი, - მისი ეს ქცევა პრაქტიკულად უხეში, შეურაცხმყოფელი აფიორის პასუხი იყო...
...და კიდევ რა მენიშნა, იცი? - გამგები და ახლობელი ადამიანის (ბიძის) აურის მფარველობა რთული საკითხის გადაწყვეტისას... იმდენად ძლიერი აურის, რომ გაყინული მარშრუტის მძღოლშიც ამუშავდა :)
4. უჰ! როგორ მიყვარს კეთილი მოთხრობები. :) ასეთი მოთხრობების წაკითხვის შემდეგ, გინდა, რომ უკეთესი იყო. :)
კი. შესწორება უნდა..ისე, ცოტათი. :)
პატივისცემით. :) 5 უჰ! როგორ მიყვარს კეთილი მოთხრობები. :) ასეთი მოთხრობების წაკითხვის შემდეგ, გინდა, რომ უკეთესი იყო. :)
კი. შესწორება უნდა..ისე, ცოტათი. :)
პატივისცემით. :) 5
3. მიშა - ვიფიქრე მაგაზე... რამდენჯერმე რომ გადავიკითხე,რამდენად არის ახსნილი ''ოჯახის შექმნა'' -მეთქი,ვკითხე საკუთარ თავს.ეს ამბავი,მართლა სხვისი მონათხობია (რა თქმა უნდა ორი სიტყვით:ბიჭმა ცოლი მოიყვანა,ფული არ ჰქონდა და ასე და ასე ქნა,ჩასვილსასო). რატომ აღარ შევცვალე და დავტოვე ''ეს'' ამ სახით: პირველ რიგში დავუტოვე წყვილს ''ის რაც გააკეთეს'' თავის საიდუმლოდ,არ ჩავთვალე საჭიროდ რომ ეხსენებინათ სიტყვა-ქორწინება,იქნებ ეს არც იყო ქორწინება და ''ეს ის იყო,რაც ჩვენ გვგონია'' , მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ''ქართულში'' ამ სიტყვის ფართო გაგებით, ანუ რაღაცების ახსნა შეგვიძლია გავრცელებული ფრაზებითა და ქმედებებით,რომელიც მოჰყვება ამ ფრაზებს ან პირიქით წინ უსწერებს. ''ეს უნდა გაგვეკეთებინას'' შემდეგ , ბიჭი ახსენებს ბიძას,რომელთანაც მიჰყავს გოგო და თან დასძენს,რომ ''ყველაზე გამგები ამ ქალაქში,ეგ არი''. ნათესავი,რომელთანაც რაღაცის ასახსნელად მიდის ბიჭი,გოგოსთან ერთად,ეს უკანასკნელი კი ცოტა შეშინებულია და თან იცრემლება კიდეც, ჩვენი სოციუმი,სადაც დაიბადა და დაიწერა ეს ისტორია,აღიქვამს ქორწინებად (ანუ,''გაიპარეს''). სხვა შემთხვევაში,ბიძა,რომელსაც ყველაფერი ესმის და ''ჯიგარია'' , მსგავს სიტუაციაში ბიჭს არაფერში სჭირდება, მითუმეთეს ღამის თერთმეტ საათზე. (თუმცა არ გამოვრიცხავ,რომ მომავალში ასე აღარ მომეჩვენოს და შევცვალო) მოკლედ ამ რიგი მიზეზების გამო ''ეს'' დავტოვე,ხელუხლებელი. რაღა თქმა უნდა უღმესი მადლობა,რომ წაიკითხეთ და კომენტარიც არ დაგეზარათ. ამ საიტისგან მე ველი ცვლილებებს უკეთესობისკენ,შემოქმედებაში ^^ მიშა - ვიფიქრე მაგაზე... რამდენჯერმე რომ გადავიკითხე,რამდენად არის ახსნილი ``ოჯახის შექმნა`` -მეთქი,ვკითხე საკუთარ თავს.ეს ამბავი,მართლა სხვისი მონათხობია (რა თქმა უნდა ორი სიტყვით:ბიჭმა ცოლი მოიყვანა,ფული არ ჰქონდა და ასე და ასე ქნა,ჩასვილსასო). რატომ აღარ შევცვალე და დავტოვე ``ეს`` ამ სახით: პირველ რიგში დავუტოვე წყვილს ``ის რაც გააკეთეს`` თავის საიდუმლოდ,არ ჩავთვალე საჭიროდ რომ ეხსენებინათ სიტყვა-ქორწინება,იქნებ ეს არც იყო ქორწინება და ``ეს ის იყო,რაც ჩვენ გვგონია`` , მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ``ქართულში`` ამ სიტყვის ფართო გაგებით, ანუ რაღაცების ახსნა შეგვიძლია გავრცელებული ფრაზებითა და ქმედებებით,რომელიც მოჰყვება ამ ფრაზებს ან პირიქით წინ უსწერებს. ``ეს უნდა გაგვეკეთებინას`` შემდეგ , ბიჭი ახსენებს ბიძას,რომელთანაც მიჰყავს გოგო და თან დასძენს,რომ ``ყველაზე გამგები ამ ქალაქში,ეგ არი``. ნათესავი,რომელთანაც რაღაცის ასახსნელად მიდის ბიჭი,გოგოსთან ერთად,ეს უკანასკნელი კი ცოტა შეშინებულია და თან იცრემლება კიდეც, ჩვენი სოციუმი,სადაც დაიბადა და დაიწერა ეს ისტორია,აღიქვამს ქორწინებად (ანუ,``გაიპარეს``). სხვა შემთხვევაში,ბიძა,რომელსაც ყველაფერი ესმის და ``ჯიგარია`` , მსგავს სიტუაციაში ბიჭს არაფერში სჭირდება, მითუმეთეს ღამის თერთმეტ საათზე. (თუმცა არ გამოვრიცხავ,რომ მომავალში ასე აღარ მომეჩვენოს და შევცვალო) მოკლედ ამ რიგი მიზეზების გამო ``ეს`` დავტოვე,ხელუხლებელი. რაღა თქმა უნდა უღმესი მადლობა,რომ წაიკითხეთ და კომენტარიც არ დაგეზარათ. ამ საიტისგან მე ველი ცვლილებებს უკეთესობისკენ,შემოქმედებაში ^^
2. დილით წავიკითხე ეს ნაწერი... მართლა არ მეჩვენა ურიგო და აგერ, ჯონათანმაც გაამყარა ჩემი აზრი... მაგრამ...
მაგრამ ვფიქრობდი (აქამდე), - რა აუცილებელი "ეს" გააკეთა წყვილმა უცხო ქალაქში, უცხო ადგილას... რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვათა გასაგონად უნდა განხილულიყო?
...და რატომ არის "ამის" გაკეთება აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ უკვე ოჯახზე და მის მომავალზე ვიფიქროთ? ვგულისხმობ, - რა ნიშნებით ამოიცნეს ავტორმა და მძღოლმა, რომ მათ თვალწინ ახალი ოჯახი დაიბადა? იმით, რომ "ეს" გააკეთეს?..
ჩემთვის ნაწარმოების მთელი ხიბლი შენარჩუნდებოდა, დარწმუნებული რომ ვიყო, - წყვილმა უცხო ქალაქის უცხო ეკლესიაში ჯვარი დაიწერა... მაგრამ, ვშიშობ, რომ ეს "ეს" სულ სხვა რაღაცაა და ჩვენი მენტალიტეტისთვის "ეს" უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, ვიდრე უფლის წინაშე დადებული აღთქმა :) დილით წავიკითხე ეს ნაწერი... მართლა არ მეჩვენა ურიგო და აგერ, ჯონათანმაც გაამყარა ჩემი აზრი... მაგრამ...
მაგრამ ვფიქრობდი (აქამდე), - რა აუცილებელი "ეს" გააკეთა წყვილმა უცხო ქალაქში, უცხო ადგილას... რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვათა გასაგონად უნდა განხილულიყო?
...და რატომ არის "ამის" გაკეთება აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ უკვე ოჯახზე და მის მომავალზე ვიფიქროთ? ვგულისხმობ, - რა ნიშნებით ამოიცნეს ავტორმა და მძღოლმა, რომ მათ თვალწინ ახალი ოჯახი დაიბადა? იმით, რომ "ეს" გააკეთეს?..
ჩემთვის ნაწარმოების მთელი ხიბლი შენარჩუნდებოდა, დარწმუნებული რომ ვიყო, - წყვილმა უცხო ქალაქის უცხო ეკლესიაში ჯვარი დაიწერა... მაგრამ, ვშიშობ, რომ ეს "ეს" სულ სხვა რაღაცაა და ჩვენი მენტალიტეტისთვის "ეს" უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, ვიდრე უფლის წინაშე დადებული აღთქმა :)
1. გადასარევი სიუჟეტი და ამბავი, მოთხრობილიც არაა ცუდად, ცოტა ხელის შევლება და ძალიან კარგ მოთხრობად იქცევა.
გადასარევი სიუჟეტი და ამბავი, მოთხრობილიც არაა ცუდად, ცოტა ხელის შევლება და ძალიან კარგ მოთხრობად იქცევა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|