ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქალი კამელიებით
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2016


* * *

იისფერ ზეცას ღამე უნთებს მთვარის აბაჟურს,
შუქს, შავლაბადა ღამურების აფრთხობს ჩრდილები,
რაც იყო მტკივა, დავივიწყო განა არა მსურს?
მაგრამ მე მაინც მწარე წარსულს ვემორჩილები...
გაიმეტებენ ჩემი ბაგით დაკოცნილ თითებს,
სხვისი ხელები ასე უცხო შეხებისათვის,
მერე ტაძარში ეს ხელები, სანთელს აგინთებს,
ჩემი გული კი უსანთლოდაც მზეა თიბათვის...
ლოცვის გარეშეც ტაძარია ჩემი სხეული,
სადაც კადრები, ვით ფრესკები მირონს ტირიან
და აი ახლაც... მოგონებად გადაქცეულიც,
ადევნებიხარ ამ წამების უწყვეტ მირიადს...
იისფერ ზეცას ღამე უნთებს მთვარის აბაჟურს,
ამ მთვარის შუქზე აღარ ჩანან ჩვენი ჩრდილები,
რაც იყო მტკივა! დაგივიწყო განა არა მსურს?!
მაგრამ მე მაინც, შენს სიყვარულს ვემორჩილები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები