 | ავტორი: თათია... ჟანრი: თარგმანი 23 იანვარი, 2016 |
მოჩვენება
როგორც კი ეს ტრაგედია მოხდა, მაშინვე სახლისკენ გამოვეშურე, რათა ცოლისთვის შემეტყობინებინა, მაგრამ მან არამცთუ არ მომისმინა, საერთოდ არც კი შემიმჩნია, უაზროდ შემომხედა, სასმელი დაისხა და ტელევიზორი ჩართო...სწორედ ამ დროს გაისმა ჩვენს ბინაში ტელეფონის ზარი. მან ყურმილი აიღო. დავინახე როგორ შეეშალა სახე და ხმამაღლა ატირდა.
ჩარლზ ენრაიტი
ფანჯარა
მას შემდეგ, რაც რიტა მოკლეს, კარტერი ფანჯარასთან ზის. არავითარი ტელევიზორი, ჟურნალი, გაზეთი, მიმოწერა. კარტერის ცხოვრება მხოლოდ ისაა, რაც ფარდის მიღმა მოჩანს. სულერთია ვის მოაქვს სანოვაგე, ვინ იხდის გადასახადებს. კარტერი ოთახშია გამოკეტილი. მისი ცხოვრება წელიწადის დროების ცვალებადობაა, ჩამვლელი ავტომობილები, მორბენალი ფზკულტურელები და აჩრდილი, რიტას აჩრდილი. კარტერი ვერ ხვდება, რომ დაბამბულკედლებიან პალატას ფანჯარა არ აქვს.
ჯეინ ორვი
უბედურება
ამბობენ, რომ ბოროტება უსახურია. ჭეშმარიტად! მისი სახე არანაირ გრძნობას არ გამოხატავდა. ზედმეტია თანაგრძნობაზე ვილაპარაკო...არა და ტკივილი ჯოჯოხეთური...აუტანელი.... ნუთუ ჩემს თვალებში და სახეზე სრულიად ვერ კითხულობდა პანიკას?! მშვიდად და აუღელვებლად აგრძელებდა თავის ბინძურ სამუშაოს. ბოლოს, როგორც იქნა ამოღერღა: „გამოირეცხეთ პირის ღრუ, თუ შეიძლება“
დენ ენდრიუს
საავადმყოფოში
ქალი მთელი სიჩქარით მიაქროლებს ავტომობილს. ღმერთო! ღმერთო, ნეტავ მივუსწო!... რეანიმატოლოგის გამოხედვამ ბოლო იმედი გადაუწურა, ყველაფერს მიხვდა.... -გრძნობაზე მოვიდა? თრთოლვით იკითხა და ცრემლი წასკდა. -მისის ალერტონ, ბედნიერი ქალი ყოფილხართ, თქვენი ქმრის ბოლო სიტყვები იყო: „მიყვარხარ, მერი“... ჯუდიტმა ექიმს გაუღიმა და ზურგი შეაქცია.
ჯეფრი უიტმორი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მიყვარს ასეთი "რომანების" კითხვა.
მიყვარს ასეთი "რომანების" კითხვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|