ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბესო
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2016


აღარ გიყვარვარ?

აღარ გიყვარვარ? რა შემიძულე?
რატო, მითხარი, რად მომიძულე!?
თვალს ცრემლი მითხარ რად აიძულე,
მითხარ ეს გული რად მოიძულე!?
  მითხარი, მიდი მითხარი, რომ შენ
  აღარ გიყვარვარ, გძულვარ, ვერ მიტან,
  მითხარი, მიდი მითხარი, რომ შენ,
  შენ, ჩემთან ყოფნას ვეღარ აიტან.
გახსოვს? წარსული ხვევნა და სითბო,
უშენოდ გული როგორ გავითბო?
აჰა, ეს გული სხეულმა გითქმო,
წადი, წაიღე, სულმაც დაგითმო.
  წადი და უკან არ მოიხედო,
  წადი და გთხოვ რომ თან მიმიხედო
  გულს, ატირებულს დარდად დაკაზმულს,
  სულს, ათრთოლებულს ცრემლად დანამულს.
ეჰ, მახსენდება ტკბილი ფერები,
ვკვდები, რომ ახლა ვერ გეფერები,
დრო გავა, შენ სხვას მოეფერები
მე რომ მოვკვდები მომეფერები?
გახსოვს რაც ჩვენში ლექსით დაიწყო,
ის ლექსად უნდა მოკვდეს, დამთავრდეს
ეს სიყვარული ცრემლით დაიწყო
და ჩემს საფლავზე ცრემლით დამთავრდეს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები