ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2009


დაუსრულებელი


ერთი სტროფიც ვეღარ მოგიძღვენი,
ბევრჯერ დავიწყე და დავხიე,
შენი არვიცი და, ქარი მიყვარს,
ქარი - აშარი და ავყია.

თმაში უამრავი ვერცხლი გიჩანს,
ვითვლი, ვეღარ ვითვლი ნაოჭებს...
შენი არვიცი და, მოჭიმული
მშვილდად ცისარტყელა მაოცებს.

დედა? არაუშავს... მადარებენ...
(გინდა ჩავასწოროთ ეგ CV?..)
შენი არვიცი და, ვბორგავ ახლა
დაუსრულებელი ლექსივით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები