 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 26 თებერვალი, 2016 |
აივანზე, სასმელით გაჟღენთილ საღამოს, ძლიერი ქარით, ფარდებს რომ წეწავს, უყურებ, ფეხით სავალ მანძლზე, მთისკენ, რომლის უკან თბილისის ზღვაა, ფერდობზე ძველი, თეთრი სალოცავია, და უფრო ძველი ყვითელი სოფლის ავტობუსი, უპატრონოდ მიგდებული, სამზარეულოს ბართან დაცლილი ბოთლი, ვისკი ირლანდიური, საფერავი, ტარხუნის ჭაჭა...
ღიღინებ ასაკს შეპარული ოდნავ ბოხი ხმით, და შიგადაშიგ მარცვლებია, რომლებსაც წელავ, მშრალია პირი, მიშვებულია ნაკვთები, კიდურები, ოთხივე,
ბრა, ღამის შუქზე ჰგავს მოჭრილ ყურს, მყარად მილურსმულს,
შიშინებს ისე დაბალია აირის წნევა, დაბლიდან საზიზღარი სუნი იჭრება ნავთის, მოსახლეობაა ფაქტობრივი,
წერილს წერ, უკანასკნელს, სავარაუდოა, სადაც ამბობ რომ გიყვარდა და ამას ხაზს უსვამ, ენით კონვერტს ასველებ და თითებით აუთოვებ,
ტელევიზორში დამუნჯებულია კრივი, ახურავს კატას ძველი ცილინდრის ქუდი, კედელზე გახსნილი თავივით ჰკიდია საზამთრო, დაბლა კანები დაბნეული, ვაშლის, ფორთოხლის, კივის...
სავსეა უბანი მაწანწალებით და ქურდებით, მთვარე სულ მალე კიდევ ერთ წრეს დაამთავრებს, ღია ონკანიდან ხმაჩახლეჩილი ჰაერი ხავის, ჟანგიანი წყლის ნახველით, მის ამონთხევას ელის,
ამ სურათს არ ჰყავს არც ავტორი, არც შემოქმედი, მთავარი ღერძი, დამნაშავეა მხოლოდ მშრალი ნაბახუსევი - თანამზრახველი,
და სხვას ამ ქვეყნად ამ საქმეზე არა აქვს ხელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. თქვენც ხომ უნდა დაგრჩეთ სათქმელი :) თქვენც ხომ უნდა დაგრჩეთ სათქმელი :)
5. თოლია, რატომ არ უთხარი თანამ ზ რახველი რომაა = )
მე მომეწონა ფინალი ც. მოსხეპილია. როგორღაც. თოლია, რატომ არ უთხარი თანამ ზ რახველი რომაა = )
მე მომეწონა ფინალი ც. მოსხეპილია. როგორღაც.
3. ორთავეს მადლობა და ამასთან თანხმობაც... ორთავეს მადლობა და ამასთან თანხმობაც...
2. სურათის აღწერაა ჰო, საინტერესო ფრაზებით. უფრო ეფექტური დასასრული მოუხდებოდა ალბათ. სურათის აღწერაა ჰო, საინტერესო ფრაზებით. უფრო ეფექტური დასასრული მოუხდებოდა ალბათ.
1. დასაწყისმა ის ძველი ხურსი გამახსენა-ქალებს რომ "ხატავდა".
"ბრა, ღამის შუქზე ჰგავს მოჭრილ ყურს, მყარად მილურსმულს,"- შედარებების ოსტატი ხარ, იქნებ-დიდოსტატიც.
მშრალი ნაბახუსევისთვის მადლობის მეტი რა გ(ვ)ეთქმის :)
დასაწყისმა ის ძველი ხურსი გამახსენა-ქალებს რომ "ხატავდა".
"ბრა, ღამის შუქზე ჰგავს მოჭრილ ყურს, მყარად მილურსმულს,"- შედარებების ოსტატი ხარ, იქნებ-დიდოსტატიც.
მშრალი ნაბახუსევისთვის მადლობის მეტი რა გ(ვ)ეთქმის :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|