სილაღე მომენატრა, მთას შეზრდილი ქალისა, მისი კანის სურნელი, ნათიბი ბალახისა. ლამაზ წელზე უეცრად, შემოხვევა მკლავისა და გაპობილ ბაგეზე, დაწაფება ბაგისა. მიბნედილი ნათება მომენატრა მთვარისა. ლანდებად მოფარფატე, აჩრდილები ღამისა. მერე, ზედ დათენება, ყურება მზის ალისა და ხასხასა ბალახზე, გაბრწყინება ნამისა. მთის ფერდობებს შეფენა, მომენატრა ცხვარისა. მომენატრა ქრაფზე, გაელვება ნალისა. გახელებულ ბედაურს მიშვება ლაგამისა. ჭიუხებში ჭენება და ექო ნაპრალისა. მომენატრა სიგიჟე, ვნებისაგან მთვრალისა... სავსე მკერდზე ყურება, ვერ მოწყვეტა თვალისა!... ფარდაგზე მოცახცახე, მღელვარება სანთლისა,- და მთრთოლვარე სხეულზე, დატოვება კვალისა... სილაღე მომენატრა, მთას შეზრდილი ქალისა, მისი კანის სურნელი, ნათიბი ბალახისა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მადლობა ნიიც. მადლობა ნიიც.
15. მე კი ესეთი ლექსი მომნატრებია..... მომეწონა კარგია! მე კი ესეთი ლექსი მომნატრებია..... მომეწონა კარგია!
14. მადლობა მუხა მადლობა მუხა
13. მომეწონა ლექსი და მონატრებებიც. მომეწონა ლექსი და მონატრებებიც.
12. გულიანა გაიხარეო. გულიანა გაიხარეო.
10. მადლობა ვანო. მადლობა ვანო.
9. კარგია...ფშაველო! კარგია...ფშაველო!
8. მანჩო ისე მაგ კითხვაზე ეხლაღა დავფიქრდიი :) მანჩო ისე მაგ კითხვაზე ეხლაღა დავფიქრდიი :)
7. სულ "მთა და ქალი" რატომ?
სულ "მთა და ქალი" რატომ?
6. იხარე ოთარ ასევე შეენ და სულ ყველას :) იხარე ოთარ ასევე შეენ და სულ ყველას :)
5. აგხდენოდეს ეგ მონატრებული სილაღე. ;) აგხდენოდეს ეგ მონატრებული სილაღე. ;)
4. გაიხარე მარი დიდი მადლობა . გაიხარე მარი დიდი მადლობა .
3. ავტორი: თაზო ქიზიყელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1 თებერვალი, 2016
მოგენატრა?
ნუ მოინატრებ, თაზო <3 ავტორი: თაზო ქიზიყელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1 თებერვალი, 2016
მოგენატრა?
ნუ მოინატრებ, თაზო <3
2. მადლობა ირინკა :) მადლობა ირინკა :)
1. კარგი რამეები მოგნატრებია :) ნორმალურია კარგი რამეები მოგნატრებია :) ნორმალურია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|