ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2016


ტომ

-თქვენ იკვებებით ჩემი
დღეებითა და რატომ
აითვალწუნეთ ჩამი-
ჩუმით პოეტი-რა? ტომ
გაიმეორე, გისმენ
გამოგიგონე რადგან;
წვერზე თითების დასმით
წასვლის წინ ისე ადგა,
აღარ აპირებს მოსვლას,
სიცილს იტოვებს შუშა
ფანჯრის, ბალღამით მოსილ
სახესაც არა უშავს.
შევიწროვდება წარბი,
ტომ შენი ლანდის მაცნე,
დღე უსაშველოდ გარბის,
უიმედობას მაცმევს.
გამოგაფხიზლოს უფრო
დრომ-ისტორიის მჯიღმა;
სამყაროს მაღლა იფრენ
ორომტრიალის მიღმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები