ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალომე05
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2016


* * *

გალაქტიკაში შეფერხებით მიცურავს გემი
და ერიდება ორბიტიდან მაცდურ გარიყვას,
გენია აწყობს კლავიშებზე სადღაც დო რე მი-ს
ტალღა აბორგებს ვარსკვლავების წყობით აზიდვას.
მისტიკა იქმნის ალბათ სახეს უფრო რეალურს
ცაზე გამოჩნდა გემის წვერი უფრო მახვილი,
საყვირის ხმა კი გააფრთხილებს მარსზე მოარულს
გაჰყვეს კიდობანს ვით სიცოცხლის ერთი სამხილი.
ტალღა აბორგებს ვარსკვლავების წყობით აზიდვას
დედამიწაზე განაგრძობენ დაკვრას, დო რე მი-ს
და პრინციპულად არ ისურვებს სხვაგან გარიყვას
გალაქტიკაში ერთადერთი ამაყი გემი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს