ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 თებერვალი, 2016


წითელი

მომეცი უფლება შენს გვერდით ვიწვე.
არც აწმყო,
არც მომავალი,
წარსულში ვიცხოვროთ.
მუცელზე დამადე თავი.
იქ ზღვაა,
გულის ფეთქვას ვერ გაიგებ,
წითელი ზღვაა ჩემს მუცელში,
ნაყოფი გამიწყალდა. .

ჩვენ არასოდეს გვეყოლება შვილები.
მომეხვიე,
ზურგზე მომეკარი
და შვილმკვდარ მუცელზე დამაწყე თხელი თითები.
ნუ გეშინია,
ნუ გაშინებს რომ ვარ საფლავი
და მიცვალებულს,
ჩემს სხეულში გარდაცვლილს ღამით ვუმღერი. .
არ შეგაშინოს ჩემმა სიტყვებმა.
არც სიყვარულმა.
ჩემი ცრემლების გეშინოდა?
მიყურე ძვირფასო,
მე აღარ ვტირი. .

მიმღერე.
ოღონდ ნუ მიმღერებ ბედნიერ დღეებზე.
ნურც ღმერთზე.
ახლა არ მინდა რამის მწამდეს
ან უკეთ ვიყო. .

გულზეც დამადე თავი.
ფეთქვას მაინც ვერ გაიგონებ..
უბრალოდ მომეხვიე
და რამე მიმღერე.
რაღაც წარსულიდან. .

თვალებზე ხელი ამაფარე.
მეშინია სიწითლის. .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები