 | ავტორი: თანანა ჟანრი: პროზა 8 თებერვალი, 2016 |
მაღალი, სიმპატიური, დახვეწილი მანერებით, უფრო მსმენელი იყო, ვიდრე მოსაუბრე, თავშეკავებული, ზომიერი, სხვის საქმეში არ ჩაერეოდა, არც ახლობლისაში, არა იმიტომ, რომ კრედო ჰქონდა ასეთი, უბრალოდ, ეკიდა... სულ „ამის“ ენით საუბრობდა, სტატუსებად ამის გამონათქვამებს დებდა, მოსწონდა ალბათ? არა, შურდა!!! მერე რა, რომ შურის ობიექტი უახლოესი მეგობარი იყო... დიდი ინტელექტით არ გამოირჩეოდა, მაგრამ კარგად ინიღბებოდა ხან დუმილით, ხან „ამის“ ფრაზეოლოგიით... ყველაფერში ბაძავდა, საუბარში, სტატუსებში, ხუმრობაში, ჩაცმაში, ერთი სიტყვით და ორი აზრით, ამის ცხოვრებით ცხოვრობდა... წრეც ამისი ჰყავდა, რადგან „ეს“ ყველგან დაატარებდა, აბა, რა, უახლოესი იყო და... ტყუილის დიდოსტატი იყო, ისეთს იტყოდა, ქვას გახეთქავდა, დაუჯერებელს დაგაჯერებდა... „ეს“ საკუთარი თავივით ენდობოდა, ეჭვი არასდროს შეჰპარვია მის ერთგულებაში, თუმცა, ერთი- ორჯერ კი გაჰკრა გულში, ისეთთან რომ შენიშნა, წესით და უწესოდაც ახლოს რომ არ უნდა გაკარებოდა... ჰკითხა... მისგან ქვის აგდება და თავის შეშვერა მიიღო. გულში დაწყნარდა, ისინდისქენჯნა კიდეც, მეგობარზე ეს როგორ ვიფიქრეო... „ამას“, თუ კი ოდესმე ვინმე ჰყვარებია ან ჰყვარებიათ, ყველას გაუგორდა, ყველა ტკბილ მოგონებაში ჩახტა, მიითვისა... „ამის“ ნარჩენებით იკვებებოდა... მოსწონდა ზურგსუკანა ცხოვრება... ეს თუ რამეს უსაყვედურებდა, ის ხმას არ იღებდა, დროს აცლიდა და მერე ციმბირული კატასავით საბან-ლეიბებში უკურკლავდა, ჩუმად, მიაუ-ს გარეშე, "ალიბიც" რომ ჰქონდა... ეს მთელი ცხოვრება ქაჩავდა, პატრონობდა, ხან მის ვალებს იხდიდა, ხან სამსახურს უჩალიჩებდა, ერთი სიტყვით, კარგი ხურჯინივით ჰყავდა ზურგზე აკიდებული... ერთ მშვენიერ დღეს და ისიც შემთხვევით „ამან“ უახლოესი ახლო ხედში, და ისეთი მსხვილი ფორმატით დაინახა, გული კინაღამ გაუსკდა... პასუხი რომ მოსთხოვა, გაწყვეტილი შუბლძარღვი შერჩა ხელში და გაღმა შედავების „მძლეთამძლე“ პოლიტიკა!!! გაოგნდა... არა და, როგორ უყვარდა, როგორ ესაკუთართავებოდა, როგორ... ამ „ზომიერმა“ და უფრო მსმენელმა, ვიდრე მოლაპარაკემ, ისე წაიგდო ენა, რომ ამას ენა ჩაუვარდა... სიმწარემ ფიქრის ჭაში ჩაჰყო თავი, არც ცივმა წყალმა უშველა, არ ნელდებოდა... ფიქრმა წარსულის ყველა თვალდანახუჭი და ყურწაყრუებული დეტალი პასეანსივით დააწყო და ღალატის „მშვენიერი“ პორტრეტიც გამოვიდა... გვიან გაახსენდა, ეშმაკი დეტალებში რომ იმალება... „ამას“ მწარედ ჩაეცინა, საკუთარ თავს სარკესთან წაუავტოტრეინინგა, მისგან წაბილწული მოგონებები ურნაში გადაყარა, მეგობრის „ვაკანსია“გააუქმა და თვითონ გაუყარა საკუთარ მე-ს ხელკავი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. „ამის“ ნარჩენებით იკვებებოდა... მოსწონდა ზურგსუკანა ცხოვრება... ეს თუ რამეს უსაყვედურებდა, ის ხმას არ იღებდა, დროს აცლიდა და მერე ციმბირული კატასავით საბან-ლეიბებში უკურკლავდა, ჩუმად, მიაუ-ს გარეშე, "ალიბიც" რომ ჰქონდა... =))
ძალიან მაგარია. :)
„ამის“ ნარჩენებით იკვებებოდა... მოსწონდა ზურგსუკანა ცხოვრება... ეს თუ რამეს უსაყვედურებდა, ის ხმას არ იღებდა, დროს აცლიდა და მერე ციმბირული კატასავით საბან-ლეიბებში უკურკლავდა, ჩუმად, მიაუ-ს გარეშე, "ალიბიც" რომ ჰქონდა... =))
ძალიან მაგარია. :)
10. ეგ ნაცვალთსახელები (ბევრჯერ), ჩემი აზრით, წერის სტილია. მე ძალიან მომეწონა. ეგ ნაცვალთსახელები (ბევრჯერ), ჩემი აზრით, წერის სტილია. მე ძალიან მომეწონა.
9. გმადლობ, სმიტ, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება... ჩემი აზრით, ამ ნოველაში ეს ნაცვალსახელები უფრო მეტ შინაარსობრივ დატვირთვას სძენს, ვიდრე საკუთარი სახელებით იქნებოდა ეს... რაც შეეხება, სხვა შენიშვნას მოთხრობის ლექსიკასტან დაკავშირებით, მგონი, არც სინდისის ქენჯნაა არქაული ფორმა და არც "ესაკუთართავებოდა", რომ თანამედროვე სლენგი მათ გვერდით ენობრივ ქარგას აზიანებდეს... გმადლობ, რომ წაიკითხეთ!
გმადლობ, სმიტ, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება... ჩემი აზრით, ამ ნოველაში ეს ნაცვალსახელები უფრო მეტ შინაარსობრივ დატვირთვას სძენს, ვიდრე საკუთარი სახელებით იქნებოდა ეს... რაც შეეხება, სხვა შენიშვნას მოთხრობის ლექსიკასტან დაკავშირებით, მგონი, არც სინდისის ქენჯნაა არქაული ფორმა და არც "ესაკუთართავებოდა", რომ თანამედროვე სლენგი მათ გვერდით ენობრივ ქარგას აზიანებდეს... გმადლობ, რომ წაიკითხეთ!
8. იდეის მიუხედავად, ჩემი აზრით, რთულად აიტანა ტექსტმა მუდმივი ,,ეს" და ,,ამას". ვერც ,,დაკიდება", ,,სტატუსები" და ,,ისინდისისქენჯნა" და ,,ესაკუთართავებოდა" მოვუხდინე ერთმანეთს ერთად იდეის მიუხედავად, ჩემი აზრით, რთულად აიტანა ტექსტმა მუდმივი ,,ეს" და ,,ამას". ვერც ,,დაკიდება", ,,სტატუსები" და ,,ისინდისისქენჯნა" და ,,ესაკუთართავებოდა" მოვუხდინე ერთმანეთს ერთად
7. მომწონს ლაკონური სიცხადე. მომწონს ლაკონური სიცხადე.
6. დიდი მადლობა, ჩემო ტენდი! თქვენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია და კარგ სტიმულსაც მაძლევს!!! დიდი მადლობა, ჩემო ტენდი! თქვენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია და კარგ სტიმულსაც მაძლევს!!!
5. ოი, რა ნაცნობი "პორტრეტია" :)
თანანა, შესანიშნავად გამოგდით პროზა. :)
ძალიან მომეწონა: ისინდისქენჯნა, შუბლძარღვი, ესაკუთართავებოდა, წაუავტოტრეინინგა, - მიყვარს ახალი სიტყვები :) დიდებულია. :)
"ის ხმას არ იღებდა, დროს აცლიდა და მერე ციმბირული კატასავით საბან-ლეიბებში უკურკლავდა, ჩუმად, მიაუ-ს გარეშე, "ალიბიც" რომ ჰქონდა..." - გადასარევ! :) :***
"ფიქრმა წარსულის ყველა თვალდანახუჭი და ყურწაყრუებული დეტალი პასეანსივით დააწყო და ღალატის „მშვენიერი“ პორტრეტიც გამოვიდა" - ფრიად სამწუხაროდ, არც მე ვაქცევ ყურადღებას წვრილმანებს (თავიდან), ვიდრე ბევრი არ დაგროვდება. ინტუიცია კი ყოველთვის მეუბნება, მაგრამ ინტუიციას ვინ უსმენს?! :))
ძალიან მომეწონა. მოკლეთ, კონკრეტულად, სედმეტი სიტყვების გარეშე დახატული ეშმაკის პორტრეტი. :)
პატივისცემით. :) :**
5 ოი, რა ნაცნობი "პორტრეტია" :)
თანანა, შესანიშნავად გამოგდით პროზა. :)
ძალიან მომეწონა: ისინდისქენჯნა, შუბლძარღვი, ესაკუთართავებოდა, წაუავტოტრეინინგა, - მიყვარს ახალი სიტყვები :) დიდებულია. :)
"ის ხმას არ იღებდა, დროს აცლიდა და მერე ციმბირული კატასავით საბან-ლეიბებში უკურკლავდა, ჩუმად, მიაუ-ს გარეშე, "ალიბიც" რომ ჰქონდა..." - გადასარევ! :) :***
"ფიქრმა წარსულის ყველა თვალდანახუჭი და ყურწაყრუებული დეტალი პასეანსივით დააწყო და ღალატის „მშვენიერი“ პორტრეტიც გამოვიდა" - ფრიად სამწუხაროდ, არც მე ვაქცევ ყურადღებას წვრილმანებს (თავიდან), ვიდრე ბევრი არ დაგროვდება. ინტუიცია კი ყოველთვის მეუბნება, მაგრამ ინტუიციას ვინ უსმენს?! :))
ძალიან მომეწონა. მოკლეთ, კონკრეტულად, სედმეტი სიტყვების გარეშე დახატული ეშმაკის პორტრეტი. :)
პატივისცემით. :) :**
5
4. ღალატშია ეშმაკი ჩაბუდრული. ღალატშია ეშმაკი ჩაბუდრული.
3. სრულყოფილი პორტრეტია "ამის" "ხურჯინისა".
კარგია, ბოლოს მაინც რომ დაინახა "ამან".
სრულყოფილი პორტრეტია "ამის" "ხურჯინისა".
კარგია, ბოლოს მაინც რომ დაინახა "ამან".
2. გმადლო, მეუდაბნოვე!!!
გმადლო, მეუდაბნოვე!!!
1. კარგად არის დაწერილი, ნათლად და გამოწვილვით. ახლობლის ღალატისგან გულდაწყვეტა და ეშმაკი დეტალებში. კარგია კარგად არის დაწერილი, ნათლად და გამოწვილვით. ახლობლის ღალატისგან გულდაწყვეტა და ეშმაკი დეტალებში. კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|