ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2016


წვიმაში ( ციკლიდან "ღამე")

მოვა   წვიმაში,
დასველებულს,
მოგიტანს ღამეს.
სევდიანია,
თვალები კოცნით
ამოუმშრალე!
გაუშრე კაბა,
ანდა სულაც,
კაბის გარეშე ...-
შიშველ სხეულზე
ვარსკვლავები
ამოუყვანე!
მერე  გაუშვი
ღამეში ღამე...-
ის ბედნიერი ივლის
დილამდე!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები