ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2016


მაშ, რაღად-ღა მიმზერ

ფერმიხდილო ვარდო, ასე რატომ დარდობ,
ჩიტუნიავ, მარდო, შენ რადა ხარ მარტო,
რადა კვნესი, მტკვარო, რად დადუმდი, თარო,
გაზაფხულის მზეა, აღარ გავიხარო?!
გულში ლამაზ იებს დაუხრიათ თავი,
იასამანს, გრძნეულს, აეხილა თვალი,
სიბერეს და სიტყვებს დაუტყვიათ კვალი,
მაშ, რაღად-ღა მიმზერ, ქარო, შურის თვალით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები