რამდენჯერ იწვიმა დარდების სიხშირით , შენ კი არ დაბრუნდი, ნუთუ არც შეგცივდა , ამ სახლში ყინვაა, გლოვა და შიმშილი , და როგორ მოგთხოვო წამოსვლა ზეციდან .
ავ თვალთა ბრიალი, ღამეთა ნარნარი , რამდენჯერ შევცვალე კედელზე ნალები , ეჰ, ამდენ წვეთებში არცერთი არ არის , ცრემლები, იმ შენი დაღლილი თვალების .
ფანჯრიდან გადავყრი ღამეებს ახლავე , ძაღლივით გავაგდებ ქუჩაში ამ ოთახს , როცა ქუხს მგონია, იქ ცოცხლად გმარხავენ, მოვრბივარ და თითქოს გიპირებ ამოთხრას .
რამდენი გრიგალი წინ გადაგვეღობა, გვაქვს თავისუფლება ტუსაღებს მისჯილი, დაბრუნდი მცხუნვარე სხივები გეყოფა უშენოდ ყინვაა გლოვა და შიმშილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "ფანჯრიდან გადავყრი ღამეებს ახლავე , ძაღლივით გავაგდებ ქუჩაში ამ ოთახს "
კარგი ლექსია, ემოციურადაც და მხატვრულობის თვალსაზრისითაც.
"ფანჯრიდან გადავყრი ღამეებს ახლავე , ძაღლივით გავაგდებ ქუჩაში ამ ოთახს "
კარგი ლექსია, ემოციურადაც და მხატვრულობის თვალსაზრისითაც.
1. რაღაცნაირად მოვიდა გულთან. მომეწონა. რაღაცნაირად მოვიდა გულთან. მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|