 | ავტორი: ნანა-ნანიკო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 14 თებერვალი, 2016 |
თენდებოდა ქალაქში... უთოვლოდ გაიწელა ზამთარი... ჩაშავებული თვალებით იჯდა უძილობა ოთახის კუთხეში. კედლისკენ გადაბრუნდა , მაგრამ... რაღაც უნდა მოხდეს... რაღაც დიდი, ან უბრალოდ დაკარგული სიზმრები იპოვოს... სადღაც დაკარგა და არ ახსოვს.. გულაღმა დაწვა და ჭერს მიაჩერდა. ხარბად ისრუტავდა ქუჩის ფანრების სუსტ სინათლეს - კედელზე უწესრიგოდ განაწილებული ნესტის ლაქები... უხალისოდ წამოდგა. საათის ისრებს ჯერ კიდევ არ მიეღწიათ საჭირო ადგილამდე... ჩაი მოიმზადა და სავარძელში მოკალათდა.. რაღაც უნდა მოხდეს... რაღაც დიდი... ან უბრალოდ დაკარგული სიმშვიდე იპოვოს... არ ახსოვს სად დაკარგა... შავი კოპლები ჰქონდა ჭიქაზე მიკრულ პეპელას... რატომ შავი?? კაცმა რომ თქვას რა მნიშვნელობა აქვს.. რას შეცვლიდნენ მწვანე კოპლები... და მაინც, ვერ წარმოუდგენია თავისუფლება შავ ფერში... "ძვირფასო ემმა. ყველაფერს დავთმობდი შენს პატარა ოთახში გატარებული რამოდენიმე წუთისთვის... ჭიქა ჩაისთვის და თუნდაც შავკოპლებიანი პეპლისთვის..." ყოველთვის უკვირდა ... მის სახლში სავიზიტო ბარათივითაა ეს ჭიქა... ნუთუ ასეთია თავისუფლება?!.. "როგორ მინდა შენს კალთაზე თავის დადება და ბავშვობის გახსენება.. გახსოვს?- ყველაფრის გვჯეროდა, ყველაფრის გვწამდა და შეუძლებელიც არაფერი იყო ჩვენთვის... ახლა კი... ეს მანძილიც ვერ დამიმარცხებია... საშინელი დღეები მაქვს მეგობარო... მტკივა და უზომოდ იზრდება ტკივილი!.." უკვე მერამდენედ კითხულობს ამ წერილს და ახლაც ისევე ეტკინა მისი ტკივილი, როგორც პირველად წაკითხვისას... წარმოიდგინა ტკივილი და ისიც მოურიდებლად გაიზარდა მასში... რაღაც უნდა მოხდეს... რაღაც დიდი... ან უბრალოდ დაკარგული სიტყვები იპოვოს... არ ახსოვს სად დაკარგა... ჩიტების გუნდი ახატია უბის წიგნაკს... აი ასეთია თავისუფლება მისთვის... "ნუ ფიქრობ ბევრს ყველაფერზე , მიყევი დინებას , აკეთე ის რაც გინდა და ღიმილი არ მოიშორო . ეს განწყობაში გადაგივა და გაგაძლებინებს მანამ მაინც , სანამ ძალიან არ გატკენს ცხოვრება . პრობლემები არასოდეს მთავრდებიან , თუ ასე გააგრძელე , ერთ დღეს , უბრალოდ დაიცლები. გამახსენდა , ზაფხულში, ერთ პოეტს მივწერე , ცუდ ხასიათზე ვარ , მაგრამ გაივლის- თქო. მან კი აი ეს მომწერა : "ჯერ ერთი არაფერი გაივლის,უბრალოდ თავის მოტყუება უნდა ისწავლო". ჰოდა, ისწავლე შენც. ახლა მუსიკებს ჩავრთავ ბოლო ხმაზე და ვიცეკვებ . ამინდი ფუჭდება , იქნებ თოვაც მოყვეს , ბედნიერებაც . გაიღიმე ! " ძველ ადგილს დაუბრუნდა ფრინველთა გუნდი... იქნებ ოდესმე გააგზავნოს კიდეც წერილი... იქამდე კი უბრალოდ წარმოიდგენს ბავშვობის მეგობარს ამ პატარა ოთახში და მის თმებს კალთაზე... გარეთ კი საშინლად ხმაურობდა ქარი და ხმა ოთახში აღწევდა . სუსხიანი ამინდები დაიჭირა , იმედის მომცემი თოვლის მოლოდინში მყოფ ნახევარი სამყაროსათვის . სადღაც შიგნით სიხარული იგრძნო. მაგრამ გამოხატვის ძალა აღარ შერჩა... უბრალოდ იჯდა და შეჰყურებდა უძილობას ოთახის კუთხეში... არ არსებობდა არანაირი მუსიკა და ცეკვა , ეს ყველაფერი მეგობრისთვის გამოიგონა. ისევ შავი კოპლები ჰქონდა პეპელას... ადგა და ფანჯარასთან მივიდა . ნაცრისფერი ღრუბლები სწრაფად მიიწევდნენ სადღაც... რაღაც უნდა მომხდარიყო.. რაღაც დიდი... ან უბრალოდ თოვლი მოსულიყო... სადღაც დაკარგა თოვლი ქალაქმა... უცებ იგრძნო,რომ ფიქრებში მარტო არ იყო... ხმადაბლა კითხულობდა ლექსს ახალგაზრდა პოეტი: ..."თანდათან თოვდა სულ ახლოს სულთან"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. "უცებ იგრძნო,რომ ფიქრებში მარტო არ იყო..."
რა არაჩვეულებრივი მიხვედრაა. მხოლოდ ამ წამისთვის ღირდა ყველაფერი... შავთეთრი პეპლებიც "უცებ იგრძნო,რომ ფიქრებში მარტო არ იყო..."
რა არაჩვეულებრივი მიხვედრაა. მხოლოდ ამ წამისთვის ღირდა ყველაფერი... შავთეთრი პეპლებიც
11. 10. პეპლებივით ხანმოკლე რომ იყოს ადამიანების სიცოცხლეც...
) თეია. 2020-06-06 00:10:35 სურვილია თუ ?))) 10. პეპლებივით ხანმოკლე რომ იყოს ადამიანების სიცოცხლეც...
) თეია. 2020-06-06 00:10:35 სურვილია თუ ?)))
10. პეპლებივით ხანმოკლე რომ იყოს ადამიანების სიცოცხლეც...
) პეპლებივით ხანმოკლე რომ იყოს ადამიანების სიცოცხლეც...
)
8. 2. რამდენი რამ დარჩა უთქმელი ამ სამწერტილების გადამკიდე :)
პეპელა რა ფერი იყო ? :) jonatan livingstoni. 2016-02-14 22:15:07
ერთ დღესაც,ამ სამწერტილების ადგილას სიტყვები გაჩნდებიან:) 2. რამდენი რამ დარჩა უთქმელი ამ სამწერტილების გადამკიდე :)
პეპელა რა ფერი იყო ? :) jonatan livingstoni. 2016-02-14 22:15:07
ერთ დღესაც,ამ სამწერტილების ადგილას სიტყვები გაჩნდებიან:)
7. ვიფიქრებ და პასუხს შეგატყობინებთ აუცილებლად) ვიფიქრებ და პასუხს შეგატყობინებთ აუცილებლად)
6. ოხ ეს ახალგაზრდა პოეტები :)
არ დაუჯერო, არ ვარგა თავის მოტყუება :) ოხ ეს ახალგაზრდა პოეტები :)
არ დაუჯერო, არ ვარგა თავის მოტყუება :)
5. არ ცდები , წაკითხული გაქვს მელ.ზ. :)
ჯონათან , არაფერია აქ ფერადი:) არ ცდები , წაკითხული გაქვს მელ.ზ. :)
ჯონათან , არაფერია აქ ფერადი:)
4. შეგრძნება მაქვს, რომ რასაც დებ ყველაფერი წაკითხული მაქვს. მაგრამ ვერ ვისხენებ სად, როდის, როგორ, რანაირად:)
სადა და სუფთა:)
შეგრძნება მაქვს, რომ რასაც დებ ყველაფერი წაკითხული მაქვს. მაგრამ ვერ ვისხენებ სად, როდის, როგორ, რანაირად:)
სადა და სუფთა:)
3. რამდენი რამ დარჩა უთქმელი ამ სამწერტილების გადამკიდე :)
პეპელა რა ფერი იყო ? :)
რამდენი რამ დარჩა უთქმელი ამ სამწერტილების გადამკიდე :)
პეპელა რა ფერი იყო ? :)
2. მერედა ვისწავლე:) მერედა ვისწავლე:)
1. კარგად მოუწერია. მერედა ისწავლე:) ამ ლექსის, ეს ნაწყვეტი მეც მახსოვს კარგად მოუწერია. მერედა ისწავლე:) ამ ლექსის, ეს ნაწყვეტი მეც მახსოვს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|