| ავტორი: იასონ ჟანრი: თარგმანი 21 თებერვალი, 2016 |
ღამის წყვდიადი თუმც მაფარია, შავი ქვესკნელის კვნესაც სულ ისმის, მადლობა ღმერთებს, ვინც კი არიან, - გაუტეხელი ჩემი სულისთვის.
გარემოების მკაცრ მარწუხებში არ დამცდენია ოხვრა და კვნესა, კომბალს მინაცვლებს ბედი უხეში, სისხლიან ქედს კი არ ვიხრი დღესაც.
რისხვის და ცრემლის საუფლოს იქით გამოკრთის ზაფრა სიგრილის, ბნელის, თუმც ბოლო წლებზე შავბნელი ფიქრი ჩემს შეშინებას ამაოდ ელის.
და მერე რა, თუ ვიწროა ბჭენი, თუ გზაც განსაცდელს გადაუნისლავს, მე ვარ ბატონი ჩემი არჩევნის: მე ვარ უფალი ჩემი სულისა.
William Henley Invictus: The unconquerable
Out of the night that covers me, Black as the pit from pole to pole, I thank whatever gods may be For my unconquerable soul.
In the fell clutch of circumstance I have not winced nor cried aloud. Under the bludgeonings of chance My head is bloody, but unbowed.
Beyond this place of wrath and tears Looms but the horror of the shade, And yet the menace of the years Finds and shall find me unafraid.
It matters not how strait the gate, How charged with punishments the scroll, I am the master of my fate: I am the captain of my soul.
Уильям Хенли Непокорённый
Из-под покрова тьмы ночной, Из чёрной ямы страшных мук Благодарю я всех богов За мой непокорённый дух.
И я, попав в тиски беды, Не дрогнул и не застонал, И под ударами судьбы Я ранен был, но не упал.
Тропа лежит средь зла и слёз, Дальнейший путь не ясен, пусть, Но всё же трудностей и бед Я, как и прежде, не боюсь.
Не важно, что врата узки, Меня опасность не страшит. Я — властелин своей судьбы, Я — капитан своей души.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. იასონ თქვენი კომენტარის მერე ხელმეორედ წავიკითხე და მივხვდი რომ კარგად არ ჩამომიყალიბებია წინა კომენტარი ბოლო ორ სტრიქონთან დაკავშირებით. მე საუბარი მქონდა სიტყვა fate-ზე. რომ დავფიქრდი არ არის ცუდი სიტყვა არჩევანი (იქნებ უფრო ღრმაც არის ვიდრე ბედისწერა, ამ შემთხვევაში). წარმატებას გისურვებთ
იასონ თქვენი კომენტარის მერე ხელმეორედ წავიკითხე და მივხვდი რომ კარგად არ ჩამომიყალიბებია წინა კომენტარი ბოლო ორ სტრიქონთან დაკავშირებით. მე საუბარი მქონდა სიტყვა fate-ზე. რომ დავფიქრდი არ არის ცუდი სიტყვა არჩევანი (იქნებ უფრო ღრმაც არის ვიდრე ბედისწერა, ამ შემთხვევაში). წარმატებას გისურვებთ
12. მადლობა ავტორს ასეთი შესანიშნავი ლექსის შესანიშნავად გადმოქართულებისთვის. სულ გული მწყდებოდა რუსული თარგმანები რომ უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ქართული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული თარგმანი უფრო ახლოა ორიგინალთან და აშკარად უკეთესია. +5 მადლობა ავტორს ასეთი შესანიშნავი ლექსის შესანიშნავად გადმოქართულებისთვის. სულ გული მწყდებოდა რუსული თარგმანები რომ უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ქართული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული თარგმანი უფრო ახლოა ორიგინალთან და აშკარად უკეთესია. +5
11. Invictus ს ინგლისელი პოეტის უილიამ ერნესტ ჰენლის1849-1903) ლექსია, რომელიც დაიწერა 1875 და გამოქვეყნდა 1888, უსათაუროდ. დასახელება Invictus (ლათ. დაუმორჩილებელი) დაამატა რედაქტორმა, როცა ლექსი შეიტანეს კრებულში Oxford Book of English Verse ლიტერატურაში ჰენლის მხოლოდ ამ ლექსით იცნობენ. 1875 წელს, ძვლის ტუბერკულოზის გამო, მას მუხლს ქვემოთ მოჰკვეთეს ფეხი. მალე მეორე ფეხის მოკვეთაც გარდაუვალი შეიქმნა, მაგრამ ქირურგმა შეძლო ფეხის გადარჩენა, ტერფზე გაკეთებული რამდენიმე ოპერაციის შედეგად. ეს ლექსი ჰოსპიტალში დაიწერა. ცხოვრების ეს პერიოდი და ბავშვობის ღარიბი წლები გახდა ამ ლექსის შთამაგონებელი. წლების შემდეგ, ჰენლის მეგობარმა, რობერტ ლუის სტივენსონმა ჰენლი გამოიყენა ცალფეხა მეკობრე ჯონ სილვერის პროტოტიპად, თავის „განძის კუნძულში“. ......."Invictus" შესულია პრესტიჟულ ანთოლოგიებში, მათ შორისაა „თანამედროვე ბრიტანული პოეზია“ (ნიუ იურკი, 1920). უინსტონ ჩერჩილს და ნელსონ მანდელას თავიანთ საჯარო გამოსვლებში მოუტანიათ ციტატები ამ ლექსიდან, ასევე მარტინ ლუთერ კინგს. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მაკკეინმაც გაიხსენა ჰენლი. დღეს ბევრი კრიტიკოსი ამ ლექსს, უკეთეს შემთხვევაში, საშუალო დონის ნაწარმოებად მიიჩნევს და თანამედროვე ანთოლოგიებში თითქმის აღარ შეაქვთ. მიზეზი -ლექსის თითქოსდა მელოდრამატიული ტონი, თითქოს ვინმე ქარაფშუტა პოლიტიკანი დეკლამირებდეს სახელდახელო ტრიბუნიდან. ამას გარდა - სასიმღერო ლექსწყობა. და მაინც, მიუხედავად კრიტიკისა, ლექსი ცოცოხლობს. ერთის მხრივ, მას აქვს თვისება, რაც მისი ციტირების სურვილს აჩენს - ჟღერადობა, რაც ასე აკლია თანამედროვე ურითმო ლექსების უმეტესობას დღეს (მუსიკალურობა გახლდათ აუცილებელი პირობა მეცხრამეტე საუკუნის ბევრი დიდი პოეტისათვის - ალან პო, ტენისონი, უორდსუორთი და სხვა), მეორეს მხრივ, ესაა მოურიდებელი უბრალოება, იმ ეპოქაში, როცა პოეტები თავიანთ ლექსებს ტენიან მრავალფენოვანი ორაზროვნებით და ბუნდოვანი მინიშნებებით. ცუდია თუ კარგი „ინვიქტუსი“ ? ამბობენ, რომ ჯაზის კომპოზიტორს, დიუკ ელინგტონს უთქვამს მუსიკის შესახებ: „თუ კარგად ჟღერს, ე.ი. კარგია“ . ჰოდა ენგრე
იასონ. 2016-02-21 13:36:29
ავტორს მადლობა, ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის. Invictus ს ინგლისელი პოეტის უილიამ ერნესტ ჰენლის1849-1903) ლექსია, რომელიც დაიწერა 1875 და გამოქვეყნდა 1888, უსათაუროდ. დასახელება Invictus (ლათ. დაუმორჩილებელი) დაამატა რედაქტორმა, როცა ლექსი შეიტანეს კრებულში Oxford Book of English Verse ლიტერატურაში ჰენლის მხოლოდ ამ ლექსით იცნობენ. 1875 წელს, ძვლის ტუბერკულოზის გამო, მას მუხლს ქვემოთ მოჰკვეთეს ფეხი. მალე მეორე ფეხის მოკვეთაც გარდაუვალი შეიქმნა, მაგრამ ქირურგმა შეძლო ფეხის გადარჩენა, ტერფზე გაკეთებული რამდენიმე ოპერაციის შედეგად. ეს ლექსი ჰოსპიტალში დაიწერა. ცხოვრების ეს პერიოდი და ბავშვობის ღარიბი წლები გახდა ამ ლექსის შთამაგონებელი. წლების შემდეგ, ჰენლის მეგობარმა, რობერტ ლუის სტივენსონმა ჰენლი გამოიყენა ცალფეხა მეკობრე ჯონ სილვერის პროტოტიპად, თავის „განძის კუნძულში“. ......."Invictus" შესულია პრესტიჟულ ანთოლოგიებში, მათ შორისაა „თანამედროვე ბრიტანული პოეზია“ (ნიუ იურკი, 1920). უინსტონ ჩერჩილს და ნელსონ მანდელას თავიანთ საჯარო გამოსვლებში მოუტანიათ ციტატები ამ ლექსიდან, ასევე მარტინ ლუთერ კინგს. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მაკკეინმაც გაიხსენა ჰენლი. დღეს ბევრი კრიტიკოსი ამ ლექსს, უკეთეს შემთხვევაში, საშუალო დონის ნაწარმოებად მიიჩნევს და თანამედროვე ანთოლოგიებში თითქმის აღარ შეაქვთ. მიზეზი -ლექსის თითქოსდა მელოდრამატიული ტონი, თითქოს ვინმე ქარაფშუტა პოლიტიკანი დეკლამირებდეს სახელდახელო ტრიბუნიდან. ამას გარდა - სასიმღერო ლექსწყობა. და მაინც, მიუხედავად კრიტიკისა, ლექსი ცოცოხლობს. ერთის მხრივ, მას აქვს თვისება, რაც მისი ციტირების სურვილს აჩენს - ჟღერადობა, რაც ასე აკლია თანამედროვე ურითმო ლექსების უმეტესობას დღეს (მუსიკალურობა გახლდათ აუცილებელი პირობა მეცხრამეტე საუკუნის ბევრი დიდი პოეტისათვის - ალან პო, ტენისონი, უორდსუორთი და სხვა), მეორეს მხრივ, ესაა მოურიდებელი უბრალოება, იმ ეპოქაში, როცა პოეტები თავიანთ ლექსებს ტენიან მრავალფენოვანი ორაზროვნებით და ბუნდოვანი მინიშნებებით. ცუდია თუ კარგი „ინვიქტუსი“ ? ამბობენ, რომ ჯაზის კომპოზიტორს, დიუკ ელინგტონს უთქვამს მუსიკის შესახებ: „თუ კარგად ჟღერს, ე.ი. კარგია“ . ჰოდა ენგრე
იასონ. 2016-02-21 13:36:29
ავტორს მადლობა, ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის.
10. რატომ გგონიათ, ბატონო იასონ, რომ რებუსებს თქვენ ხსნით და მე კი ეს არ შემიძლია? რატომ გგონიათ, ბატონო იასონ, რომ რებუსებს თქვენ ხსნით და მე კი ეს არ შემიძლია?
9. ოთარ ცისკაძე მადლობა ასეთი შეფასებისათვის
მენემო საინტერესო კომენტარია. "ბედისგან გამათრახებული" - ძალიან კარგია. გულახდილად რომ ვთქვა, დროდადრო შემაქვს შესწორებები. ის რაც ახლაა, ბოლომდე არც თავად მაკმაყოფილებს. მაგის წინ მქონდა "მწკრივში მატარებს ბედი უხეში", მაგრამ უფრო უხეირო ვარიანტით შევცვალე, მეც ასე ვფიქრობ. მწკრივში გატარება - ანუ შპიცრუტენი, არ იყო ცუდი მიგნება, მაგრამ დასჯის ეს პრუსიული მეთოდი ბევრისთვის უცნობია. "უხეში"-ც არ მომწონს და კიდევ ბევრი რამ. რაც შეეხება ბოლო ორ სტრიქონს: ეგ ორი სტრიქონი იმ სტრიქონთა შორისაა, რომელიც მომწონს და ალბათ, არც შეიცვლება(ასეთი სულ რამდენიმეა), იმიტომ რომ სწორად ნათარგმნია. ასეთი მრწამსი ჰქონდა ავტორს, მე უბრალოდ ვთარგმნე.
ოთარ ცისკაძე მადლობა ასეთი შეფასებისათვის
მენემო საინტერესო კომენტარია. "ბედისგან გამათრახებული" - ძალიან კარგია. გულახდილად რომ ვთქვა, დროდადრო შემაქვს შესწორებები. ის რაც ახლაა, ბოლომდე არც თავად მაკმაყოფილებს. მაგის წინ მქონდა "მწკრივში მატარებს ბედი უხეში", მაგრამ უფრო უხეირო ვარიანტით შევცვალე, მეც ასე ვფიქრობ. მწკრივში გატარება - ანუ შპიცრუტენი, არ იყო ცუდი მიგნება, მაგრამ დასჯის ეს პრუსიული მეთოდი ბევრისთვის უცნობია. "უხეში"-ც არ მომწონს და კიდევ ბევრი რამ. რაც შეეხება ბოლო ორ სტრიქონს: ეგ ორი სტრიქონი იმ სტრიქონთა შორისაა, რომელიც მომწონს და ალბათ, არც შეიცვლება(ასეთი სულ რამდენიმეა), იმიტომ რომ სწორად ნათარგმნია. ასეთი მრწამსი ჰქონდა ავტორს, მე უბრალოდ ვთარგმნე.
8. თარგმანი კარგია ბოლო ორ სტრიქონამდე, ბედისწერა არჩევანი არ არის, შეიძლება ასეც გავიაზროთ, მაგრამ ქართულ ენაში არც ისე ერთად დგას ეს ორი სიტყვა (ჩემი აზრითო უნდა დავამატო). კომბალიც რაღაც ვერ მივიღე. Under the bludgeonings of chance -- ბედისგან გამათრახებულს უფრო იტყვიან, ვიდრე კამბალნარტყამს :))
თარგმანი კარგია ბოლო ორ სტრიქონამდე, ბედისწერა არჩევანი არ არის, შეიძლება ასეც გავიაზროთ, მაგრამ ქართულ ენაში არც ისე ერთად დგას ეს ორი სიტყვა (ჩემი აზრითო უნდა დავამატო). კომბალიც რაღაც ვერ მივიღე. Under the bludgeonings of chance -- ბედისგან გამათრახებულს უფრო იტყვიან, ვიდრე კამბალნარტყამს :))
6. Invictus ს ინგლისელი პოეტის უილიამ ერნესტ ჰენლის1849-1903) ლექსია, რომელიც დაიწერა 1875 და გამოქვეყნდა 1888, უსათაუროდ. დასახელება Invictus (ლათ. დაუმორჩილებელი) დაამატა რედაქტორმა, როცა ლექსი შეიტანეს კრებულში Oxford Book of English Verse ლიტერატურაში ჰენლის მხოლოდ ამ ლექსით იცნობენ. 1875 წელს, ძვლის ტუბერკულოზის გამო, მას მუხლს ქვემოთ მოჰკვეთეს ფეხი. მალე მეორე ფეხის მოკვეთაც გარდაუვალი შეიქმნა, მაგრამ ქირურგმა შეძლო ფეხის გადარჩენა, ტერფზე გაკეთებული რამდენიმე ოპერაციის შედეგად. ეს ლექსი ჰოსპიტალში დაიწერა. ცხოვრების ეს პერიოდი და ბავშვობის ღარიბი წლები გახდა ამ ლექსის შთამაგონებელი. წლების შემდეგ, ჰენლის მეგობარმა, რობერტ ლუის სტივენსონმა ჰენლი გამოიყენა ცალფეხა მეკობრე ჯონ სილვერის პროტოტიპად, თავის „განძის კუნძულში“. ......."Invictus" შესულია პრესტიჟულ ანთოლოგიებში, მათ შორისაა „თანამედროვე ბრიტანული პოეზია“ (ნიუ იურკი, 1920). უინსტონ ჩერჩილს და ნელსონ მანდელას თავიანთ საჯარო გამოსვლებში მოუტანიათ ციტატები ამ ლექსიდან, ასევე მარტინ ლუთერ კინგს. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მაკკეინმაც გაიხსენა ჰენლი. დღეს ბევრი კრიტიკოსი ამ ლექსს, უკეთეს შემთხვევაში, საშუალო დონის ნაწარმოებად მიიჩნევს და თანამედროვე ანთოლოგიებში თითქმის აღარ შეაქვთ. მიზეზი -ლექსის თითქოსდა მელოდრამატიული ტონი, თითქოს ვინმე ქარაფშუტა პოლიტიკანი დეკლამირებდეს სახელდახელო ტრიბუნიდან. ამას გარდა - სასიმღერო ლექსწყობა. და მაინც, მიუხედავად კრიტიკისა, ლექსი ცოცოხლობს. ერთის მხრივ, მას აქვს თვისება, რაც მისი ციტირების სურვილს აჩენს - ჟღერადობა, რაც ასე აკლია თანამედროვე ურითმო ლექსების უმეტესობას დღეს (მუსიკალურობა გახლდათ აუცილებელი პირობა მეცხრამეტე საუკუნის ბევრი დიდი პოეტისათვის - ალან პო, ტენისონი, უორდსუორთი და სხვა), მეორეს მხრივ, ესაა მოურიდებელი უბრალოება, იმ ეპოქაში, როცა პოეტები თავიანთ ლექსებს ტენიან მრავალფენოვანი ორაზროვნებით და ბუნდოვანი მინიშნებებით. ცუდია თუ კარგი „ინვიქტუსი“ ? ამბობენ, რომ ჯაზის კომპოზიტორს, დიუკ ელინგტონს უთქვამს მუსიკის შესახებ: „თუ კარგად ჟღერს, ე.ი. კარგია“ . ჰოდა ენგრე
Invictus ს ინგლისელი პოეტის უილიამ ერნესტ ჰენლის1849-1903) ლექსია, რომელიც დაიწერა 1875 და გამოქვეყნდა 1888, უსათაუროდ. დასახელება Invictus (ლათ. დაუმორჩილებელი) დაამატა რედაქტორმა, როცა ლექსი შეიტანეს კრებულში Oxford Book of English Verse ლიტერატურაში ჰენლის მხოლოდ ამ ლექსით იცნობენ. 1875 წელს, ძვლის ტუბერკულოზის გამო, მას მუხლს ქვემოთ მოჰკვეთეს ფეხი. მალე მეორე ფეხის მოკვეთაც გარდაუვალი შეიქმნა, მაგრამ ქირურგმა შეძლო ფეხის გადარჩენა, ტერფზე გაკეთებული რამდენიმე ოპერაციის შედეგად. ეს ლექსი ჰოსპიტალში დაიწერა. ცხოვრების ეს პერიოდი და ბავშვობის ღარიბი წლები გახდა ამ ლექსის შთამაგონებელი. წლების შემდეგ, ჰენლის მეგობარმა, რობერტ ლუის სტივენსონმა ჰენლი გამოიყენა ცალფეხა მეკობრე ჯონ სილვერის პროტოტიპად, თავის „განძის კუნძულში“. ......."Invictus" შესულია პრესტიჟულ ანთოლოგიებში, მათ შორისაა „თანამედროვე ბრიტანული პოეზია“ (ნიუ იურკი, 1920). უინსტონ ჩერჩილს და ნელსონ მანდელას თავიანთ საჯარო გამოსვლებში მოუტანიათ ციტატები ამ ლექსიდან, ასევე მარტინ ლუთერ კინგს. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მაკკეინმაც გაიხსენა ჰენლი. დღეს ბევრი კრიტიკოსი ამ ლექსს, უკეთეს შემთხვევაში, საშუალო დონის ნაწარმოებად მიიჩნევს და თანამედროვე ანთოლოგიებში თითქმის აღარ შეაქვთ. მიზეზი -ლექსის თითქოსდა მელოდრამატიული ტონი, თითქოს ვინმე ქარაფშუტა პოლიტიკანი დეკლამირებდეს სახელდახელო ტრიბუნიდან. ამას გარდა - სასიმღერო ლექსწყობა. და მაინც, მიუხედავად კრიტიკისა, ლექსი ცოცოხლობს. ერთის მხრივ, მას აქვს თვისება, რაც მისი ციტირების სურვილს აჩენს - ჟღერადობა, რაც ასე აკლია თანამედროვე ურითმო ლექსების უმეტესობას დღეს (მუსიკალურობა გახლდათ აუცილებელი პირობა მეცხრამეტე საუკუნის ბევრი დიდი პოეტისათვის - ალან პო, ტენისონი, უორდსუორთი და სხვა), მეორეს მხრივ, ესაა მოურიდებელი უბრალოება, იმ ეპოქაში, როცა პოეტები თავიანთ ლექსებს ტენიან მრავალფენოვანი ორაზროვნებით და ბუნდოვანი მინიშნებებით. ცუდია თუ კარგი „ინვიქტუსი“ ? ამბობენ, რომ ჯაზის კომპოზიტორს, დიუკ ელინგტონს უთქვამს მუსიკის შესახებ: „თუ კარგად ჟღერს, ე.ი. კარგია“ . ჰოდა ენგრე
5. თარგმანების ბევრი არაფერი ვიცი...:) ენის არ ცოდნის გამო... მაგრამ ქართული ვარიანტი მომწონს...ეს არის ლექსი, რომელსაც სიძველის სურნელი დასდევს...ანუ მომწონს...ანუ თაგმანიც კარგი იქნება...:) 5 თარგმანების ბევრი არაფერი ვიცი...:) ენის არ ცოდნის გამო... მაგრამ ქართული ვარიანტი მომწონს...ეს არის ლექსი, რომელსაც სიძველის სურნელი დასდევს...ანუ მომწონს...ანუ თაგმანიც კარგი იქნება...:) 5
3. კარგი მუხა, ხვალისათვის ვეცდები
კარგი მუხა, ხვალისათვის ვეცდები
2. კარგი ლექსია, კარგი თარგმანია და რუსულადაც კარგი თარგმანია. თუ მეტ ინფორმაციას დადებთ, ლექსისა და ავტორის შესახებ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ. კარგი ლექსია, კარგი თარგმანია და რუსულადაც კარგი თარგმანია. თუ მეტ ინფორმაციას დადებთ, ლექსისა და ავტორის შესახებ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.
1. ალბათ უნდა დამეჯერებინა ჰორაციუსისათვის და თუნდაც ცხრა თვე დამეცადა, მე კი როგორც თარგმნა დავამთავრე, მაშინვე დავდე დავდებ და მერე ცხრა დღე ვარედაქტირებ ხოლმე (ჩუმ-ჩუმად)
საინტერესო ისტორია აქვს ამ ლექსს და მის ავტორს. თუ დაგაინტერესებთ, შევკრებ ინფორმაციას, ვთარგმნი და დავდებ კომენტარებში. ჯერ-ჯერობით კი გეტყვით, რომ არსებობს ამავე დასახელების ფილმი, ლექსის რუსული თარგმანიც ამ ფილმის რუსული ვარიანტიდან ავიღე. ფილმი ჯერ არ მინახია კაი უნდა იყოს.
ალბათ უნდა დამეჯერებინა ჰორაციუსისათვის და თუნდაც ცხრა თვე დამეცადა, მე კი როგორც თარგმნა დავამთავრე, მაშინვე დავდე დავდებ და მერე ცხრა დღე ვარედაქტირებ ხოლმე (ჩუმ-ჩუმად)
საინტერესო ისტორია აქვს ამ ლექსს და მის ავტორს. თუ დაგაინტერესებთ, შევკრებ ინფორმაციას, ვთარგმნი და დავდებ კომენტარებში. ჯერ-ჯერობით კი გეტყვით, რომ არსებობს ამავე დასახელების ფილმი, ლექსის რუსული თარგმანიც ამ ფილმის რუსული ვარიანტიდან ავიღე. ფილმი ჯერ არ მინახია კაი უნდა იყოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|