ავტორი: ხმიადაშვილი ჟანრი: პოეზია 24 თებერვალი, 2016
უამინდობის ლოცვა
ახლა ის დროა, მივაშველოთ ხელი ამინდებს, სამყაროს ზეცა იძულებით უნდა გავუხსნათ. მე და შენ, ასე უსამართლოდ რომ აგვარიდეს ერთმანეთს. მაინც ვეჭიდებით, ხოლო პასუხად - მომეცი ხელი! ისე, თითქოს ბოლო ღამეა, მოდი, ფერების გაგრძნობინო სრული აზარტი. შენია ჩემი ცხოვრება და მონოგამია და ჩემი სულიც, არაფრიდან შენ რომ გაზარდე. მე ამ ცხოვრების, უფრო სწორად, შენი სტუმარი, ქვეყნად სხვა ყველა არსებისგან მიტოვებული, ვზივარ და გელი, ხანაც ვდგავარ, მაგრამ მდუმარედ, მოდი! უსისხლო სისხლძარღვებში შთამბერე სული. ზეცაზე ელვა გადაუწყდა შუბლის ძარღვივით სამყაროს, ჩვენი გაწამებით ისე გაერთო. ვიცხოვროთ თუნდაც ყველა წესის ერთად დარღვევით, მაგრამ არაფრით, ასე შორს და უერთმანეთოდ! ნოემბერია, იცი, ეს თვე როგორ არ მინდობს, ეს რა სიშმაგე დაიჩემეს ახლა ქარებმა, დროა, ძვირფასო, ავაფაროთ ხელი ამინდებს, შემოვაპაროთ სულში სითბო და ნეტარება. და გაოცდები, სწორედ მაშინ, ჩვენი ფანჯრიდან ეზოს ვარდები შენს მზერას რომ მოიპარავენ, გამოიდარებს, შეხორცდება ჩვენი მაჯები, ვიქნებით ასე, მე და შენ და მეტი არავინ.
"ზეცაზე ელვა გადაუწყდა შუბლის ძარღვივით სამყაროს, ჩვენი გაწამებით ისე გაერთო. ვიცხოვროთ, თუნდაც ყველა წესის ერთად დარღვევით, მაგრამ არაფრით, ასე შორს და უერთმანეთოდ! "
კარგი ლექსი ჩანს :)
"ზეცაზე ელვა გადაუწყდა შუბლის ძარღვივით სამყაროს, ჩვენი გაწამებით ისე გაერთო. ვიცხოვროთ, თუნდაც ყველა წესის ერთად დარღვევით, მაგრამ არაფრით, ასე შორს და უერთმანეთოდ! "