ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 თებერვალი, 2016


ძვირფასო ქმარო

"სიყვარული რომ შეძლებოდა ისე ძლიერი-
როგორც ზიზღი,
მე ბედნიერებისგან მოვკვდებოდი..
ალბათ ამიტომ სჯერა,
რომ სიკვდილისგან მიხსნა. ."

ძვირფასო ქმარო,
მე უნდა გწერდე,
რომ ჩვენი შვილი
ზაფხულის ცხელ საღამოს მოევლინება დედამიწას. .
თუმცა არა-
სისულელეა ასეთ დროს წერილები.
მე უნდა გეწვე გვერდით,
შენ მთელი ზურგით გრძნობდე შენსავე ქმნილებას
და მხრებზე დაწყობილ საყვარელ თითებს მიკოცნიდე.
მე გთხოვდი,
რომ რაიმე მოგეყოლა მომავლიდან. .
მომიყვებოდი,
როგორ შევხვდით შემთხვევით და შეგიყვარდი-
ეს უკვე იყო მეთქი..
მეძინება. .

ძვირფასო ქმარო,
მე აღარ მჯერა ზაფხულის ცხელი საღამოების.
ვერ გეტყვი,
რომ ძველებურად ნერვები მღალატობს.
წარმოიდგინე,
სულერთია რამდენი საათი ვიდგები საცობში. .
სულ მძინავს
და ძლივს ვახელ ხოლმე თვალებს,
როცა მეჩვენება რომ შენ კარში გადიხარ
და ვცდილობ ღიმილით გაგისტუმრო..

ძვირფასო ქმარო,
ან როგორც გინდა ისე გამიგონ
უნდა დაგიძახო-
ძვირფასო ღმერთო,
ჩემი სიმშვიდით,
სულ უფრო ახლოს მდგარი მიწიერ ჯოჯოხეთთან,
ხანდახან გიჟივით ვიცინი.
კაბის მტვრიან ბოლოებს მივათრევ ვიწრო ქუჩებში
და სულერთია გამივლის თუ არა ეს ზამთარი. .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები