ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: საბავშვო
25 თებერვალი, 2016


თეთრი ბატის ამბავი

ბატი კანადას წავიდა,
შეისწავლა ჰოკეი,
ამაყია,  პირზე მუდამ
აკერია "ოქეი".

დაბრუნდა და შეკრა გუნდი,
ცერად უმზერს ამინდებს,
- ყინულს თუ ვერ ვეღირსებით,
მწვანე ბალახს  "დაგიდებთ"!

არც აცია, არც აცხელა,
თხას დაუდო კონტრაქტი,
რომ შეწყვიტოს მოედანზე
ბალახებთან კონტაქტი.

გოჭი სიცილით ჩაბჟირდა,
გადაგორდა ტალახში,
-მაგის ნდობას არ გერჩია
ხელოვნური ბალახი?

ახდა გოჭის წინათგრძნობა,
თხის დასჯა კი ძნელია -
ადვოკატად აიყვანა
კუდატყიდან, - მელია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები