ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 თებერვალი, 2016


ფიქრი-შელოცვა

ვიცი და მახსოვს,
ვიცი და მახსოვს,
ან კი რა დამავიწყებს, რომ
მიწა ვარ და მიწად ვიქცევი.
მიწა ვარ და მიწად ვიქცევი.
ყოველდღე გეხები მშობელო და ყოველდღე დაგაბიჯებ სხეულზე.
რადგან აღმოვცენდი შენი წიაღიდან, მომეცი ძალა, ზევით ვიწყო სვლა, როგორც მცენარემ და ნაყოფი გამოვიღო.
ნაყოფი ჩემი რაობისა და არსებობისა. მომეცი ნება რომ შენს სიმაღლეებს ვეზიარო, ჰაერს შევერიო, როგორც ფრინველი და თავისუფლება ვიგრძნო.
მასწავლე როგორ შეძრავ და აფხიზლებ ყველა სულიერს ერთი შერხევით.
ისიც მასწავლე, როგორ იოკებ შიგნით ჩაგუბებულ მდუღარებას და არ იფრქვევი წამლეკავ ლავად.
დავწვები შენს გულზე და ხელებს შეგახებ.
შეგეწებები რომ გავმთლიანდეთ, შენ გაითავისო ჩემი და მე გაგითავისო შენ.
მომეცი მოთმინება შენი, მომეცი ძალა შენი, მომეცი გამძლეობა შენი,
რომ არ შემატეხონ ფრთები...
მერე კი მიწა ვარ და მიწად ვიქცევი,
მიწა ვარ და მიწად ვიქცევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები