ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2016


კათარზისი




ლექსი ნაგნები: მისტერიის ერთი მარცვალი,
მძიმე საგნები? უმძიმესი მაინც დარდია!
შენ - ხარ მშრომელი, ანდა თუნდაც მეფისნაცვალი,
გახსოვდეს: ქალი დაიცავი, რისხვა მარდია.

აჯობე ეგოს, მოიქსოვე მტკიცე ჯავშანი,
რომელიც შენც და შენს სატრფოსაც ყველგან დაგიცავთ,
სუსტი არ იყო, მშიშარა და კაცი ლაჩარი,
ქალი აქალე, სანამ ხატი შენი წაიქცა.

დავბადებულვართ სიყვარულის ჩვენ ქალღმერთებად,
ბილწმა დროებამ იძულებით გვშვა კი მხევლებად,
მოძალადეს ყავს ზოგიერთი მძევლად სიმშვიდის,
ვაჟო, ისმინე მანდილოსნის ჩუმი ვედრება.

ამისთვის გაჩნდი, შენი ცოლი სადღაც გაგეშვა
დასალიერში - ლუკმა-პურის მკაცრ საშოვარზე?
აღარ დაგღალა უმადური ბედის თარეშმა?
გულს მოუსმინე, ნუ გახდები გთხოვ, ყომარბაზი.

ნურც  ნარკომანი, ნურც ლოთი და ნურც მექალთანე,
გგონია, სხვამხრივ კაცად ყოფნას არა აქვს გემო?
გზა გაუხსენი სიყვარულის ნაზ სულთათანას
ასე შეიგრძნობ ჭეშმარიტი ცხოვრების ჩეროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები