 | ავტორი: ინი ჟანრი: პოეზია 6 მარტი, 2016 |
ღმერთმა უშველოს ჩემისთანებს, რომლებიც ღამით- დგებიან ცასთან, შებრალებას ითხოვენ ხალხის, რომელებიც დღისით ჩუქნიდნენ ღალატს, დაკიდულს ხეზე სამფეხა სკამი- გამოაცალეს, დაღლილებმა მთელი დღის ჯაფით, და მშვიდად დასხდნენ. .
ღმერთმა უშველოს ჩემისთანებს, რომლებსაც თოკი, შებინდებისას უფრო ახრჩობს და მაინც ამბობს- ლოცვებს, ათასი დარტყმისაგან მიწამდე მოხრილს- წელში. . რომლებთაც სიყვარული შეეძლოთ მარტო- და თავის სამყოფს აძლევდნენ ვიღაც მატყუარას, ფლიდსა და მოქნილს- რომელიც ათას ტაკიმასხრულ სანახაობით ართობდა მნახველს, სანაცვლოდ კი პარავდა ლუკმებს, რომლებიც ვითომ სხვათაშორის ჩამოსხდნენ სკამზე და ისევ, ვითომ სხვათაშორის მახრჩობდნენ წუხელ. .
ღმერთო გვიშველე ჩვენნაირებს, რომლებსაც თვალი, აგვივსეს ნაცრით, მაინც ვხედავთ ღალატს და გვიჭირს. მოგვეცი ძალა, რომ ყოველთვის მოვიდეთ ღამით- ცასთან, ვილოცოთ და როდესაც მიწები მიწის- გავხდებით. . სული ზღვას ვაჩუქო და ყველა თოკი და ყველა სიტყვა, რაც მახრჩობდა წაიღოს წყალმა, ჩვენ ერთი მტერი აღმოგვაჩნდა, დაღლილი ხალხი, დიდება შენდა მოთმინებას, დიდება მამავ, ჩვენო. . ამინ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|