- დილით, სანამ სამსახურში წახვალ, გამაღვიძე, მა - ვუთანხმდებოდი მამას. უთენია წამოვხტებოდი. უდარდელად ჩაძინებულ თაზოს მუჯლუგუნს ვკრავდი და ფეხაკრეფით გავდიოდით ოთახიდან... დედის დღე იყო და ისე როგორ, ლურჯთვალა იები არ დაგვემალა ზურგსუკან. ვიცოდით, სადაც უნდა გვეძებნა, ტყის პირას იყო იათა სავანე... მივადექით. იმ წელს უჩვეულოდ ბევრი ამოეყარა მიწას. - რა სილამაზეა, დასაკრეფად მენანება, ისე არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი, რომ იცოდე, იქნებ არ დავკრიფოთ ან ცოტა დავკრიფოთ, არ ეწყინება დედას. ნახე რაა, დინა, როგორ გავიმეტოთ დასაწყვეტად ?! - მეუბნება თაზო და შემომყურებს, რას ვეტყვი... - იყოს ცოტა, თანახმა ვარ ! - აუუ, რა მაგარი მყავხარ შენ... მომავალ მარტს იცი რა ვქნათ? დედა წამოვიყვანოთ და ვაჩუქოთ ეს მინდორი, ახლოს რომ მოვალთ, თვალებზე ავაფაროთ შავი ნაჭერი და გაოცდება, რომ მოვხსნით, აუ რა მაგარი იქნება იცი, გაგიჟდება ?! - მეუბნება და სათუთად კრეფს ყვავილს... მომავალ წელს სწორედ დედის დღეს თაზოს საფლავს გაჭრიან. მე ვხედავ : თოკები მოაბეს კუბოს და ნელა უშვებენ ! მე მიმათრევენ, თვალებზე ხელს მაფარებენ, მაგრამ მესმის, როგორი ხმაურით ეცემა კუბოს აქაური, მშრალი მიწა... შევამჩნიე ჩემს წინ მიმავალ დედას როგორ უფრიალებს თავშალი და ის შავი ნაჭერი მახსენდება, თაზოს რომ უნდა აეხვია მისთვის თვალები... "იები, მინდორი, დედა, თაზო, პირობა, ღალატი !"- ვბუტბუტებ, ძალა აღარ მაქვს ყვირილის. ბორგავსო, დაასკვნა იმ დღისთვის სპეციალურად "მოწვეულმა" ექიმმა. დედამ აპატია, მგონი, ის მარტი. მე ვერა !!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ყველას თავისი დედის დღე აქვს , ნექტარ ! ყველა ბედნიერი დედა იყოს ... არ მწყენია, მადლობა <3 იხარე ... ყველას თავისი დედის დღე აქვს , ნექტარ ! ყველა ბედნიერი დედა იყოს ... არ მწყენია, მადლობა <3 იხარე ...
10. ამას მეგობრულად გეტყვით და არ გეწყინოთ :
ბევრი ვითმინე, თავი ვიკავე, მაგრამ ვერარ შევძელი, უკვე,
უფალმა აცხონოს თაზო. ეს კარგი ხარისხის ნაწარმოებია, ცოტა, რომ მოგეთმინათ, და სხვა თვეში დაგედოთ მგონია უკეთესი იქნებოდა.
მაგრამ დედის დღეს ასეთი სიმძიმე გულს ლოდად ედება, ამ დღეს კი ყველა ცდილობს რომ დედებს მხიარულად მიულოცონ და გაახალისონ, გაახარონ, თავი კარგად, რომ იგრძნონ.
გარდაცვლილის მიმართაც მგონია, რომ არ არის კარგი, რაიმეს რომ არ პატიობთ. ის იტანჯება მუდმივად, ასე ვფიქრობ. ეს მიუტევებლობაა თქვენი მხრიდან. ჩემი თხოვნაა, ეს მამაოს ჰკითხეთ, აუცილებლად,
მგონია ასე ბევრმა იფიქრა, სხვა შემთხვევაში უფრო მეტი კომენტარი იქნებოდა აქ. ამას მეგობრულად გეტყვით და არ გეწყინოთ :
ბევრი ვითმინე, თავი ვიკავე, მაგრამ ვერარ შევძელი, უკვე,
უფალმა აცხონოს თაზო. ეს კარგი ხარისხის ნაწარმოებია, ცოტა, რომ მოგეთმინათ, და სხვა თვეში დაგედოთ მგონია უკეთესი იქნებოდა.
მაგრამ დედის დღეს ასეთი სიმძიმე გულს ლოდად ედება, ამ დღეს კი ყველა ცდილობს რომ დედებს მხიარულად მიულოცონ და გაახალისონ, გაახარონ, თავი კარგად, რომ იგრძნონ.
გარდაცვლილის მიმართაც მგონია, რომ არ არის კარგი, რაიმეს რომ არ პატიობთ. ის იტანჯება მუდმივად, ასე ვფიქრობ. ეს მიუტევებლობაა თქვენი მხრიდან. ჩემი თხოვნაა, ეს მამაოს ჰკითხეთ, აუცილებლად,
მგონია ასე ბევრმა იფიქრა, სხვა შემთხვევაში უფრო მეტი კომენტარი იქნებოდა აქ.
9. ნეფერტარ, მადლობა ... ნეფერტარ, მადლობა ...
8. რამდენი ტკივილია მაინც ცხოვრებაში, ამას ატანა არ უნდა? 5 ქულა, მოგიკითხეთ, და მაინც... მოგილოცეთ. :)
რამდენი ტკივილია მაინც ცხოვრებაში, ამას ატანა არ უნდა? 5 ქულა, მოგიკითხეთ, და მაინც... მოგილოცეთ. :)
7. არ მითქვამს , მართლა არა ((( ეტკინება და ... არ მითქვამს , მართლა არა ((( ეტკინება და ...
6. საწყალი თაზო ღმერთმა გაანათლოს მისი სული გაქრა ადამიანი და დარჩა სურვილები
იმედია უთხარა დინამ დედას, რას აპირებდა თაზო საწყალი თაზო ღმერთმა გაანათლოს მისი სული გაქრა ადამიანი და დარჩა სურვილები
იმედია უთხარა დინამ დედას, რას აპირებდა თაზო
5. მადლობა, ჩემო კარგებო ! მადლობა, ჩემო კარგებო !
4. დინა,როგორ ედები გულს მალამოდ,შენი ტკივილიანად დინა,როგორ ედები გულს მალამოდ,შენი ტკივილიანად
2. აუ, რა მძიმეა....
კარგად, გულთან რომ მოდის ისე წერთ. 5 აუ, რა მძიმეა....
კარგად, გულთან რომ მოდის ისე წერთ. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|