ისევ აქა ვარ - საბუთები, ღამე, „იქსელი“ ენერგეტიკულს მივეჩვიე, როგორც სიცივეს. და ისევ ისე, სხვათაშორის თუ მოვიქცევი, მანძილს ლექსებით შევამცირებ... ალბათ, იცი რომ დილით სიმშვიდეს გამოვიწერ - ქუჩებს დავყვები. ემოციურად სტაბილური გავხდი დროდადრო. და აღარ ვუსმენ, ჟურნალისტებს, ათას ავყიას, მხოლოდ წარსულის შესატყვისი მინდა მოგარგო. და არის ასე - საბუთები, ღამე, წვალება. ან ფურცლებია „მოლექსილი“ საწოლთან ახლოს. საკუთარ თავთან მჭირდებოდა მტკიცე ალიბი, რომ, შინაგანად, შენს მიწებზე ისევ არ ვსახლობ. და არის ასეც, პეიზაჟი, ფლორა, სამხარი. ნიავის ოხუნჯს აყოლილი ნაზი ღიღილო. მე სიყვარული არსებაში ისე დვმარხე, ვით ბავშვობაში, ნაქურდალი ზიზილ - პიპილო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. პოეტი მოსულა, მადლობა დიად ისიდას, დიდ ოსირისს და კიდევ ორმოც ეგვიპტურ ღმერთს !!!
პოეტი მოსულა, მადლობა დიად ისიდას, დიდ ოსირისს და კიდევ ორმოც ეგვიპტურ ღმერთს !!!
7. ვერ მივხვდი სიმარტივეში რა იგულისხმეთ. მადლობა დროისთვის. ვერ მივხვდი სიმარტივეში რა იგულისხმეთ. მადლობა დროისთვის.
6. ბოლოში ძალიან გაამარტივე და არ მოუხდა, სხვაფრივ კარგია :) წარმატებები! ბოლოში ძალიან გაამარტივე და არ მოუხდა, სხვაფრივ კარგია :) წარმატებები!
5. 1/3?! ვგონებ, 2/3 უნდა ეწეროს :)
მადლობას გიხდით კომენტარებისათვის! 1/3?! ვგონებ, 2/3 უნდა ეწეროს :)
მადლობას გიხდით კომენტარებისათვის!
4. 1/3?! ვგონებ, 2/3 უნდა ეწეროს :)
მადლობას გიხდით კომენტარებისათვის! 1/3?! ვგონებ, 2/3 უნდა ეწეროს :)
მადლობას გიხდით კომენტარებისათვის!
3. 1/3 სტროფები, ვფიქრობ, 1/4-სთან შედარებით სუსტია.
"მე სიყვარული არსებაში ისე დვმარხე," აქ, სიტყვა "სიყვარულის" ნაცვლად უფრო ორიგინალურს ველოდი.
მოკლედ, ცუდი არ იყო :) 1/3 სტროფები, ვფიქრობ, 1/4-სთან შედარებით სუსტია.
"მე სიყვარული არსებაში ისე დვმარხე," აქ, სიტყვა "სიყვარულის" ნაცვლად უფრო ორიგინალურს ველოდი.
მოკლედ, ცუდი არ იყო :)
2. არ იყო ცუდი არ იყო ცუდი
1. კარგი დასაწყისია, მერე უკვე გაჩვეულებრივდა. და კიდევ... არ ვართ ავყიები :)) კარგი დასაწყისია, მერე უკვე გაჩვეულებრივდა. და კიდევ... არ ვართ ავყიები :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|