ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არჩილ აფაქიძე
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2016


წვიმის ქრონიკები

ახლა გძინავს და ფანჯრებზეა წვიმის ნაწილი.
(გადაუღებლად მოდიოდა შენი სიზმარი)
მე კარგად ვიცი, მაზღვევინებ ტკივილს ასწილად,
რომ ხასიათი ასეთი გაქვს, სხვას რას იზამდი?!

აქ ახლა არის, სიმყუდროვე, ფიქრი, მუსიკა.
მანქანის გარეთ ხმაურია, სხვა დანარჩენიც.
შენ ერთადერთმა შეისწავლე თითქმის უსიტყვოდ,
ამინდთან შერწყმას, გაქარწყლებას, გადამარჩინო.

და არის ასე… უფრო ითქმის,  მინდა რომ იყოს -
მაგ ფანჯრებიდან დაინახო, როგორ მაკლიხარ.
მაგრამ ხასიათს, ანდა ნერვებს არ აქვს სამყოფი
გამბედაობა, შეგიყვარო თუნდაც ახლიდან.

დაბრუნებაა საწყისებთან  - ბედის სიმძიმე.
ამ მარტის თვეში შემშურდება ალბათ მერცხალის.
შენ მედიდური, განშორებას გამოიძინებ.
მე კი წვიმები მარტოობას ჩამომრეცხავენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები