ერთი ფუტკარი მაინც რომ მანახა ღმერთო, შიმშილით მკვდარი, ყვავილები რომ დასაჩხვლეტად ვერ გაიმეტა. *********************** სისხლის წვეტებია ვარსკვლავები, ქრისტეს დალურსმული მტევნებიდან. როგორ უმტკივნეულოდ ვუყურებთ დღესაც. ******************************* რომ მიატოვეს და გადაფრინდნენ, იქ თბილ ქვეყნებში, იმ ჩიტების, იმედები მძულს. დაბლა , ზღვის ფსკერზე, რომ ჩაჰყვებიან, ფრთებ ნამტყუნები, ცალის სილუეტს, მე იმ ჩიტების, გადარჩენა მწამს. ******************************** რატომ შემორჩა, დღემდე ხსოვნას , ცალხელა კაცი?! ტყეში საკრეფად გამოსული, ყვავილებისთვის. ალბათ იმიტომ, ინსტიქტურად, რომ გავუწოდე, მარჯვენა მოჭრილს, ჩემი ხელი ჩამოსართმევად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მადლობა ნინო . მადლობა ნინო .
8. მადლობა ნინო . მადლობა ნინო .
7. თქვენი რამდენიმე ლექსი წავიკითხე, ვრცელ ლექსებს მინიმები - სჯობს, მინიმებს -პროზა.... ეს რაც წავიკითხე , წარმატებებს გისურვებთ. თქვენი რამდენიმე ლექსი წავიკითხე, ვრცელ ლექსებს მინიმები - სჯობს, მინიმებს -პროზა.... ეს რაც წავიკითხე , წარმატებებს გისურვებთ.
6. ელადა- მადლობა. ელადა- მადლობა.
5. პირველი განსაკუთრებით მომეწონა! პირველი განსაკუთრებით მომეწონა!
4. ნინა გაიხარე. ნინა გაიხარე.
3. ბოლო ორი განსაკუთრებით მომეწონა. ბოლო ორი განსაკუთრებით მომეწონა.
2. მადლობა ანანე <3 მადლობა ანანე <3
1. მომეწონა ძალიან. მიყვარს როდესაც ადამიანები იმაზეც ფიქრობენ, რაც არ ჩანს ხელის გულზე. მომეწონა ძალიან. მიყვარს როდესაც ადამიანები იმაზეც ფიქრობენ, რაც არ ჩანს ხელის გულზე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|