ან ალუჩები რა შუაშია ანდა მაისი?! აყვავებული აღარ ეთქმის უკვე გარემომს. დღეს სივრცეებმა შესატყვისი ფერი წაისვეს - შენი წუხილის! ალბათ ასეც უნდა გამეგო,
რომ განუწყვეტლივ, დაწყვეტილი გული კი არა საღსალამათი არტერიაც სადღაც გაწყდება! ვინც შეიყვარე (უნებურად) განზე იაროს, შენ კი ხელახლა შეეცადო იმის დაწყებას
რაც იყო უკვე - ალუჩების ათასი ტოტი... ძირში მოჭრილი იმედი კი ჭრიალით დაწვა. შენც მზენაკლული, ნაზამთრალი, როდესაც მოტყდი, ჩემი ხელების სიჯიუტე მიწამდე დაგწვდა!
და არის ასე, ვაღიარებ, რომ უნდა გძულდე! რომ ტკივილების სანაცვლოდაც არის რეცეპტი... ვინც უტკბესია ალუჩების ყვავილის სულზე, სწორედ ის ერთი შეესწრება როგორ ეცემი.
მაგრამ ხელები, უმოწყალოდ დიდხანს იცადეს.... და როგორც დაჭრილ ქალ მეომარს, მიგიყვან სანგარს. იქ მიგასვენებ, ომგამოვლილ გულის ფიცარზე და მერე ისევ, მეათასედ, ამ გულში დაგრგავ,
რომ გაიხარო, არნახულად და იყვავილო! შენი ფესვებით, კიდევ ერთხელ, მობღოჭო გული. მერე წაიქცე თავიდან და ეჰ, საყვარელო... ამ დათხრილ განცდებს, შენს მაგიერ სხვა ვეღარ უვლის.
კვლავ დაყრის ფიფქებს ყვავილისას ნედლი ალუჩა, თმის ხვეულებში გამოგირევს ალბათ ნიავი. და თუ ამ გულში უშენობა კიდევ დამირჩა, ნატვრის ნაჭერად, ჩემი ხსოვნა ტოტებს მიაბი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მუხა, ილუსტრაციაში ავტვირთე ალუჩის ხე. არ დავწერე საკურა, ბონსაი და ა.შ. რაც ახლა მოდაშია ქართულ პოეზიაში და გამოვიყენე ალუჩა :)
რაც შეეხება 5ჯერ ხსენებას. ლექსი მოცულობით ისეთია, რომ სხვადასხვა კონტექსტში ნახსენები "ალუჩა" დაიტიოს. სათაურს რაც შეეხება, აყვავებული ალუჩა, არის ალეგორიული გადმოცემა ადრესატი ლირ.გმირის სილამაზის, ბუნების და ა.შ.
იმედია, გასაგებად გამოვთქვი აზრი :) მადლობა, რომ ჩემს ფსევდონიმს კითხულობთ, თუმცა უკვე გადატანილი მაქვს გვერდზე. მუხა, ილუსტრაციაში ავტვირთე ალუჩის ხე. არ დავწერე საკურა, ბონსაი და ა.შ. რაც ახლა მოდაშია ქართულ პოეზიაში და გამოვიყენე ალუჩა :)
რაც შეეხება 5ჯერ ხსენებას. ლექსი მოცულობით ისეთია, რომ სხვადასხვა კონტექსტში ნახსენები "ალუჩა" დაიტიოს. სათაურს რაც შეეხება, აყვავებული ალუჩა, არის ალეგორიული გადმოცემა ადრესატი ლირ.გმირის სილამაზის, ბუნების და ა.შ.
იმედია, გასაგებად გამოვთქვი აზრი :) მადლობა, რომ ჩემს ფსევდონიმს კითხულობთ, თუმცა უკვე გადატანილი მაქვს გვერდზე.
11. ლექსი კაია, მაისიც, მაგრამ სათაურიანად ალუჩას ხუთჯერ ხსენება რა შუაშია. ლექსი კაია, მაისიც, მაგრამ სათაურიანად ალუჩას ხუთჯერ ხსენება რა შუაშია.
10. კვლავ დაყრის ფიფქებს ყვავილისას ნედლი ალუჩა, თმის ხვეულებში გამოგირევს ალბათ ნიავი. და თუ ამ გულში უშენობა კიდევ დამირჩა, ნატვრის ნაჭერად, ჩემი ხსოვნა ტოტებს მიაბი!
5.
კვლავ დაყრის ფიფქებს ყვავილისას ნედლი ალუჩა, თმის ხვეულებში გამოგირევს ალბათ ნიავი. და თუ ამ გულში უშენობა კიდევ დამირჩა, ნატვრის ნაჭერად, ჩემი ხსოვნა ტოტებს მიაბი!
5.
9. გმადლობთ, რომ მკითხულობთ. გმადლობთ, რომ მკითხულობთ.
8. "და არის ასე, ვაღიარებ, რომ უნდა გძულდე! რომ ტკივილების სანაცვლოდაც არის რეცეპტი... ვინც უტკბესია ალუჩების ყვავილის სულზე, სწორედ ის ერთი შეესწრება როგორ ეცემი."
ეს მემახსოვრება. . დიდხანს.. "და არის ასე, ვაღიარებ, რომ უნდა გძულდე! რომ ტკივილების სანაცვლოდაც არის რეცეპტი... ვინც უტკბესია ალუჩების ყვავილის სულზე, სწორედ ის ერთი შეესწრება როგორ ეცემი."
ეს მემახსოვრება. . დიდხანს..
7. კარგი იყო... კარგი იყო...
6. გმადლობთ, გოგონებო. ძალიან მიხარია როდესაც მკითხულობენ :) გმადლობთ, გოგონებო. ძალიან მიხარია როდესაც მკითხულობენ :)
5. 'მზენაკლული, ნაზამრალი, ' ჩემი საყვარელი სიტყვებია :)
კარგია
`მზენაკლული, ნაზამრალი, ` ჩემი საყვარელი სიტყვებია :)
კარგია
4. "ვინც უტკბესია ალუჩების ყვავილის სულზე" - რა საოცარი სიპოეტურეა ამ ფრაზაში :) კარგი ლექსია, ბ-ნო არჩილ. "საღსალამათი არტერიის" ამბავი მაინც ყველაზე მეტად მომხვდა გულზე, სუბ. მიზეზთა გამო.
"ვინც უტკბესია ალუჩების ყვავილის სულზე" - რა საოცარი სიპოეტურეა ამ ფრაზაში :) კარგი ლექსია, ბ-ნო არჩილ. "საღსალამათი არტერიის" ამბავი მაინც ყველაზე მეტად მომხვდა გულზე, სუბ. მიზეზთა გამო.
3. რა თქმა უნდა, ზმნა უნდა იყოს მხოლობითში. ამ ლექსში 2 ლირ.გმირზე მეტი, არ ივარგებს :)
დიდი მადლობა, რომ შემატყობინეთ. რა თქმა უნდა, ზმნა უნდა იყოს მხოლობითში. ამ ლექსში 2 ლირ.გმირზე მეტი, არ ივარგებს :)
დიდი მადლობა, რომ შემატყობინეთ.
2. კორექტურებია.
"იქ მიგასვენებენ, ომგამოვლილ გულის ფიცარზე"
ან "იქ" არის ზედმეტი, ან ზმნა უნდა მხოლობითში. გადაიკითხეთ. :) +2 კორექტურებია.
"იქ მიგასვენებენ, ომგამოვლილ გულის ფიცარზე"
ან "იქ" არის ზედმეტი, ან ზმნა უნდა მხოლობითში. გადაიკითხეთ. :) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|