ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე-56
ჟანრი: თარგმანი
21 მარტი, 2016


ჯალალ ედ-დინ რუმი, ყაზალი

დღეს რა მომდის?! - ვერ გავიგე, რა ხდება...
დღეს ჩემს გულში რაღაც შვება სახლდება..

ჩემს თვალებში, მინდა, სიბრძნე ჩანდეს და
ვინც ჩამხედავს, სიყვარული დახვდება.

ვაგლახ, ჯერაც მიწის ბინადარი ვარ,
მაგრამ ზეცაც ჩემი ბინა გახდება.

ჩემი სული მიწიდან სჭვრეტს სატრფოს და
მალე ცაში ყოფნის ნატვრაც ახდება.

და თუ ტატნობს შეეპარა წყვდიადი,
ჩემი ტრფობის შუქით კვლავ განახლდება.

ჩემი მკერდის კოცონით და ალებით
ქვის მკერდშიაც, ვხედავ, ცეცხლი ჩაღდება.

ჩემი სატრფოს ხიბლითა და სილაღით,
ჩემს ბაგეზეც სიტკბოება ლაღდება.

თავრიზის მზის სულის ასამაღლებლად,
ეს სამყარო თავად ჩემში მაღლდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები