 | ავტორი: დარინა ჟანრი: პოეზია 23 მარტი, 2016 |
ჩვენი უსახლო სიყვარული ბინადრობს ჩვენში, რა ქნას, არ იცის, სად წავიდეს, რომელ გზას გაჰყვეს. თავზე დაატყდა ქარიშხალი, წვიმა და თქეში, მაინც ღვივის და ოცნებების ხემს ჩუმად ახებს სულის სიმებს და ენატრება სიმშვიდის გრილი ხელები, როგორც დედის ხელი სიცხის დროს, შუბლზე, ჩვენი საწყალი სიყვარული სუსტია, ჩვილი ბავშვივით და თან მნახველების ისრებსაც უძლებს. ჩვენი მამაცი სიყვარული - ეს არის განძი, ჯილდო, რომელსაც აღელვებულ სულებში ვმარხავთ, არ მიყვარს დილა, მაგრამ ველი საღამოს იმ წუთს, როცა მყუდროდ და ჩემებურად დაღლილი გნახავ გრძელი დღის ბოლოს, ჩუმად გავცვლით ორიოდ სიტყვას, რომელშიც მოჩანს წარუშლელი იმედი ახლის. ჩვენი დაღლილი სიყვარული ორმაგად მიყვარს, როცა ვფიქრობ, რომ არასოდეს ჰქონია სახლი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა ყველას, გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს :* მადლობა ყველას, გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს :*
6. "ჩვენი მამაცი სიყვარული - ეს არის განძი," - რააღაც ნამეტანი ტრაფარეტულია, წინა საუკუნის სოციალისტ მწერლებს რომ სჩვეოდათ.. მხოლოდ ამ ფრაზის ქვემოთ მეპოეტურა.. + "ჩვენი მამაცი სიყვარული - ეს არის განძი," - რააღაც ნამეტანი ტრაფარეტულია, წინა საუკუნის სოციალისტ მწერლებს რომ სჩვეოდათ.. მხოლოდ ამ ფრაზის ქვემოთ მეპოეტურა.. +
5. "მაინც ღვივის და ოცნებების ხემს ჩუმად ახებს"- აქ ან მექანიკური შეცდომაა ან მე ვერ გავიგე სწორად.
თავიდან არ არის კარგი ლექსი მაგრამ ფინალი აქვს ძალიან, ძალიან კარგი. ჩემი აზრით ბოლო ოთხი სტრიქონი რომ დაგეტოვებინა, არც არაფერი დააკლდებოდა. აქ ნამდვილად არის პოეზია.
ათიდან ხუთი "მაინც ღვივის და ოცნებების ხემს ჩუმად ახებს"- აქ ან მექანიკური შეცდომაა ან მე ვერ გავიგე სწორად.
თავიდან არ არის კარგი ლექსი მაგრამ ფინალი აქვს ძალიან, ძალიან კარგი. ჩემი აზრით ბოლო ოთხი სტრიქონი რომ დაგეტოვებინა, არც არაფერი დააკლდებოდა. აქ ნამდვილად არის პოეზია.
ათიდან ხუთი
2. დიდი მადლობა :)) დიდი მადლობა :))
1. გრძელი დღის ბოლოს, ჩუმად გავცვლით ორიოდ სიტყვას, რომელშიც მოჩანს წარუშლელი იმედი ახლის. ჩვენი დაღლილი სიყვარული ორმაგად მიყვარს, როცა ვფიქრობ, რომ არასოდეს ჰქონია სახლი. ++ წარმატებები ავტორს! გრძელი დღის ბოლოს, ჩუმად გავცვლით ორიოდ სიტყვას, რომელშიც მოჩანს წარუშლელი იმედი ახლის. ჩვენი დაღლილი სიყვარული ორმაგად მიყვარს, როცა ვფიქრობ, რომ არასოდეს ჰქონია სახლი. ++ წარმატებები ავტორს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|