ამ მთების გაღმა , ჩემი სახლი და სოფელია ჩემი ბავშვობა, ჩემი ეზო, ჩემი სიზმრები. და ძველ ოდაში მოგიზგიზე ბაბუს კერიას ბეღურასავით გათოშილი შევეხიზნები.
აქვე კალოა, სერებია, საკალმახეა ჩრდილობებია და ბიჭებსაც მანდ გვემღერება, ამ ყირამალა ავან-ჩავან ლექსსაც დავხევდი რომ არ მებრძოდეს მთელი მუზის კადნიერება.
(აქ სიყვარულიც რა ლამაზი ვიცით კოლხებმა მაშინაც როცა კანს ნაოჭი მოგვეფერება.)
აქ ნასაყდრალზე მოხუცები ხშირად ყვებიან ლეგენდებს, მითებს, იხსენებენ ცრემლით ბავშვობას და როცა სმენით დაღალულნი აიყრებიან ამოდის მთვარე, სხვა სამყაროს წარმოსაშობად
აქ ჭინკებია ძველ ქისქვილთან, ავსულებია და ოლოლების ძახილია :- ,, ივოვე? - ვერა! (და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია) და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა.
აქ სხვანაირად გეფერება, მუდამ დილის მზე დამძიმებული რომ დავდივარ სულის ურვებით, აქ ეზოს ბოლოს ყანებისკენ სავალ ბილიკზე, ბალახს უცდიან ჩემი ძველი ნაფეხურები…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. გმადლობთ <3 გმადლობთ <3
29. სულ ვკითხულობ ამ ავტორის ლექსებს, აქაც, სხვაგანაც...
ნეტავ რატომ არასდროს არაფერს ვამბობ? :)
მომეწონა ეს პასტორალურ-ნოსტალგიური ლექსი.
სულ ვკითხულობ ამ ავტორის ლექსებს, აქაც, სხვაგანაც...
ნეტავ რატომ არასდროს არაფერს ვამბობ? :)
მომეწონა ეს პასტორალურ-ნოსტალგიური ლექსი.
28. კარგი ლექსია. კარგი ლექსია.
27. ვახვარ ის ტრანსლეით :დ
აბა სელფიშ კეტებით მოულა გვალო ;დ ვახვარ ის ტრანსლეით :დ
აბა სელფიშ კეტებით მოულა გვალო ;დ
26. მურენია თი ცირაქ? თრანსლეითით მოშქურინუანა:) მობაღნა ასე ჩქი ვარა, გობლახნა სვეცკეფ:) მურენია თი ცირაქ? თრანსლეითით მოშქურინუანა:) მობაღნა ასე ჩქი ვარა, გობლახნა სვეცკეფ:)
25. ქართის ვორექ მა. შუკო ქორე ეშ ოხოკალ ქო.
წერმიდგინ ასე გასვეცკებულ ჭინკეფ პროფილს გიჩითუნან.
ბრადიაგებიშ შარას ხოლო მითხინა ინეფ უკულ :) ქართის ვორექ მა. შუკო ქორე ეშ ოხოკალ ქო.
წერმიდგინ ასე გასვეცკებულ ჭინკეფ პროფილს გიჩითუნან.
ბრადიაგებიშ შარას ხოლო მითხინა ინეფ უკულ :)
24. აფროდიტეს ვაუჩქ ჩქინობურა დო შუკო მოწამალანს იბდათ, ბგორათ. ჭინკექ უმაჭოფესდა ქართიშა მიდეპონათ დო გუასვეცკათ ჭე. გობხოკათ-გობომნათ. შუკოთ ქორე ეშ ოხოკალ. სო რექ სი? აფროდიტეს ვაუჩქ ჩქინობურა დო შუკო მოწამალანს იბდათ, ბგორათ. ჭინკექ უმაჭოფესდა ქართიშა მიდეპონათ დო გუასვეცკათ ჭე. გობხოკათ-გობომნათ. შუკოთ ქორე ეშ ოხოკალ. სო რექ სი?
23. ელიავა თანგუა ოკონა :დ ელიავა თანგუა ოკონა :დ
22. ტრანსლეიტ,გუგლი.ქომ - ში ჩავაგდე, მაგრამ ვერაფერი გაიგო . ვეძებ თარჯიმანს :DDD
ტრანსლეიტ,გუგლი.ქომ - ში ჩავაგდე, მაგრამ ვერაფერი გაიგო . ვეძებ თარჯიმანს :DDD
21. ოხ სქან წაულა :)
ქელებციკუათ ართ პოლიტროვკა დო უნდა ოგორშა, სელფეფ ჩქიმდა რდას, თამადობა ოჩოპინდრეს დო სი ჭინკეფს ქინკაჯინ :) აფროდიტე იპუნათო ? ოხ სქან წაულა :)
ქელებციკუათ ართ პოლიტროვკა დო უნდა ოგორშა, სელფეფ ჩქიმდა რდას, თამადობა ოჩოპინდრეს დო სი ჭინკეფს ქინკაჯინ :) აფროდიტე იპუნათო ?
20. :)) ქიი მუდაინ. ოჩოპინტრეს იფჩინე ართის, ჭარუნს თინა ხოლო, შუკო ჯოხო ჯიქია:) :)) ქიი მუდაინ. ოჩოპინტრეს იფჩინე ართის, ჭარუნს თინა ხოლო, შუკო ჯოხო ჯიქია:)
19. სელფებშო წყარ ვამღნა გატებელინ? :დ სელფებშო წყარ ვამღნა გატებელინ? :დ
18. ვეშილებე ვარ სქან წაულა. გამგებ მა ხოლო ვეშლებენია, ახანგენანია უკულ მარა ჩქი ანწ ოსოგოთე იბკვარზალათ მეტ მუს გუმახანგენა?! ჰობშათ ჯგირობუა დო გინიბღათ სელფებ:)) ვეშილებე ვარ სქან წაულა. გამგებ მა ხოლო ვეშლებენია, ახანგენანია უკულ მარა ჩქი ანწ ოსოგოთე იბკვარზალათ მეტ მუს გუმახანგენა?! ჰობშათ ჯგირობუა დო გინიბღათ სელფებ:))
17. ქო მარა დორაგადაფა ვეშილებე დო ჩაის ნინა ვაგმაჩერებენა :) ქო მარა დორაგადაფა ვეშილებე დო ჩაის ნინა ვაგმაჩერებენა :)
16. სორე თენა? იბდათ, ბგორათ. თოფურს შუნანია თინეფ დო ეგებ იუას ჩქინო ხოლო სორე თენა? იბდათ, ბგორათ. თოფურს შუნანია თინეფ დო ეგებ იუას ჩქინო ხოლო
15. ჭინკეფიშ ამბე მართალ რე :)( ჭინკეფიშ ამბე მართალ რე :)(
14. მა მაფ ჭინკა ნაძირეფ. ჭინკა ვარ, ჭინკეფ. მუ ფშვი თეზმა ვამიჩქ მარა, ქიგლერულედეს ეკი-დიკი:)
ლექრსი აშკარად ისაა, გამორჩეული შენს ლერსებში:) მა მაფ ჭინკა ნაძირეფ. ჭინკა ვარ, ჭინკეფ. მუ ფშვი თეზმა ვამიჩქ მარა, ქიგლერულედეს ეკი-დიკი:)
ლექრსი აშკარად ისაა, გამორჩეული შენს ლერსებში:)
13. კორექტურაა საჭირო!
ძალიან კარგი ლექსია, საოცარი პასტორალური განწყობა და ემოციები მოიტანა. კორექტურაა საჭირო!
ძალიან კარგი ლექსია, საოცარი პასტორალური განწყობა და ემოციები მოიტანა.
12. მადლობა… ჰო არის ბევრი შეცდომა , ცოტა გვიან ავტვირთე თან ფხიზელიც არ ვიყავი. ოლოლებზე ბავშვობიდან მახსოვს, რომელიღაც წიგნში ეწერა, არ მახსოვს რომელში ამიტომაც მოვიძიებ .. ფრჩხილებს მართლა სხვა დატვირთვას ვანიჭებ ხოლმე, ანუ თუ ტექსტთან რომელიმე სტრიქნი მოშორებით დგას მაგას ვსვამ ხოლმე.
მადლობა რჩევები მიღებულია <3 მადლობა… ჰო არის ბევრი შეცდომა , ცოტა გვიან ავტვირთე თან ფხიზელიც არ ვიყავი. ოლოლებზე ბავშვობიდან მახსოვს, რომელიღაც წიგნში ეწერა, არ მახსოვს რომელში ამიტომაც მოვიძიებ .. ფრჩხილებს მართლა სხვა დატვირთვას ვანიჭებ ხოლმე, ანუ თუ ტექსტთან რომელიმე სტრიქნი მოშორებით დგას მაგას ვსვამ ხოლმე.
მადლობა რჩევები მიღებულია <3
11. კარგი ლექსია საერთოდ და ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ამ ავტორისთვის.
ახლა შენიშვნები, ტრადიციულად: "იპოვე? - ვერა!"-ეს გადაძახილი, ხალხური ტრადიციით, რომელ ფრინველებს მიეწერება, ან ვინ მოიგონა - ვერ გავიხსენე რეზო ინანიშვილს აქვს მოთხრობა "უშიშარი ბიჭი იოსება", აქ ამ ჩიტებს "თევდორე ჩიტები" ჰქვიათ. ოლოლი? ოლოლი - ყურებიანი ბუ არის. არ ვიცი, შეიძლება. მოლაღური კი იგივე წიფობელა, იგივე მელეღვია და იგივე "ბიჭო გოგია".
ფრჩხილები... სულ ასე ვიცოდი, რომ ფრჩხილებში ჩასმული ტექსტი აზუსტებს მის წინ ნათქვამს და საერთოდაც რომ ამოვიღოთ, ტექსტის სტრუქტურა და შინაარსი არ უნდა ირღვეოდეს. რაღაც ნიუანსი მოაკლდება, უბრალოდ. აი, ავტორი კი, რაღაც ჩემთვის გაუგებარ დატვირთვას ანიჭებს ფრჩხილებს. სხვა დროსაც შევამჩნიე. +3
კარგი ლექსია საერთოდ და ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ამ ავტორისთვის.
ახლა შენიშვნები, ტრადიციულად: "იპოვე? - ვერა!"-ეს გადაძახილი, ხალხური ტრადიციით, რომელ ფრინველებს მიეწერება, ან ვინ მოიგონა - ვერ გავიხსენე რეზო ინანიშვილს აქვს მოთხრობა "უშიშარი ბიჭი იოსება", აქ ამ ჩიტებს "თევდორე ჩიტები" ჰქვიათ. ოლოლი? ოლოლი - ყურებიანი ბუ არის. არ ვიცი, შეიძლება. მოლაღური კი იგივე წიფობელა, იგივე მელეღვია და იგივე "ბიჭო გოგია".
ფრჩხილები... სულ ასე ვიცოდი, რომ ფრჩხილებში ჩასმული ტექსტი აზუსტებს მის წინ ნათქვამს და საერთოდაც რომ ამოვიღოთ, ტექსტის სტრუქტურა და შინაარსი არ უნდა ირღვეოდეს. რაღაც ნიუანსი მოაკლდება, უბრალოდ. აი, ავტორი კი, რაღაც ჩემთვის გაუგებარ დატვირთვას ანიჭებს ფრჩხილებს. სხვა დროსაც შევამჩნიე. +3
10. ქისქვილი - წისქვილი
კარგია.
"მუზის" მომენტი რომ არ იყოს უფრო მომეწონებოდა. არ მიყვარს ეს სიტყვა. ისედაც არ მოუხდა მგონი ქისქვილი - წისქვილი
კარგია.
"მუზის" მომენტი რომ არ იყოს უფრო მომეწონებოდა. არ მიყვარს ეს სიტყვა. ისედაც არ მოუხდა მგონი
9. კარგი ავტორი ხარ ჯანო... 5 კარგი ავტორი ხარ ჯანო... 5
8. მშვენიერი, კეთილი და პატიოსანი! მშვენიერი, კეთილი და პატიოსანი!
7. კარგია, მოიტანა სოფლის სიო. მეორე ლექსი წავიკითხე ახლა და აქაც ბებიაა... მეც გამახსენდა ის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღე. ”ივოვე” კორექტურაა, მგონი, ხომ? თუ კოლხურადაა რამე?! :)
ბალახს უცდიან ჩემი ძველი ნაფეხურები…
კარგია, მოიტანა სოფლის სიო. მეორე ლექსი წავიკითხე ახლა და აქაც ბებიაა... მეც გამახსენდა ის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღე. ”ივოვე” კორექტურაა, მგონი, ხომ? თუ კოლხურადაა რამე?! :)
ბალახს უცდიან ჩემი ძველი ნაფეხურები…
6. "ამოდის მთვარე, სხვა სამყაროს წარმოსაშობად"
წარმატებები ავტორს!
"ამოდის მთვარე, სხვა სამყაროს წარმოსაშობად"
წარმატებები ავტორს!
5. (და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია) და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა.
ვაიმე :( არადა რა მაგარი მიგნებაა (და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია) და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა.
ვაიმე :( არადა რა მაგარი მიგნებაა
4. რა კარგია...:-* 5
"აქ ჭინკებია ძველ ქისქვილთან, ავსულებია და ოლოლების ძახილია :- ,, ივოვე? - ვერა! (და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია) და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა"
:-*
ოლოლები...-ყვითელგულა ჩიტები...ჩვენსკენ " ბიჭო გოგიას" ეძახიან...:) რა კარგია...:-* 5
"აქ ჭინკებია ძველ ქისქვილთან, ავსულებია და ოლოლების ძახილია :- ,, ივოვე? - ვერა! (და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია) და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა"
:-*
ოლოლები...-ყვითელგულა ჩიტები...ჩვენსკენ " ბიჭო გოგიას" ეძახიან...:)
3. სარანგულია ) სარანგულია )
1. მომეწონა. განსაკუთრებული ვერსიფიკაციული და თემატური ძიებების გარეშე.. წარმატებები მომეწონა. განსაკუთრებული ვერსიფიკაციული და თემატური ძიებების გარეშე.. წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|