ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2016


აღსარება

რაც მაქვს მოსაყოლი მეგობარო
მოდი დავიწყებ.
შენ მომისმინე და თვალებში
ნუღარ ჩამხედავ.
ერთი უბრალო ნაგავი ვარ
ხოდა ჯანდაბას,
ფეხზე მკიდია ღიპიანი
კაცის მორალი.
წიგნებით ნასწავლი მეგობრობა,
სიყვარული
ერთგულება,
ძმობა
დობა
და კიდევ ათასი რამ.
მომიტევეთ და სისულელეა.
სულ ყველაფერი ახალია
მე კი დავძელდი.
საბედნიეროდ ღვინო არ ვარ
ვინმემ გადამკრას,
მეეზოვესაც შეზიზღდება ჩემი
ახვეტვა,
სულ ორიოდე სიტყვა მითხრეს,
ოხ ეს ქარაგმა.
გარეთ დავდივარ და ქუჩები მძიმედ
სუნთქავენ,
როგორც წლების წინ ბაბუაჩემი სარეცელზე.
მაშინ როდესაც
მიხვდა,რომ მეუღლის თვალების დანახვას
ვეღარასდროს შეძლებდა.
ქუჩებმა ამოისნუთქეს რაც ნიშნავს,იმას
რომ სახლში დავრბუნდი.
მოდი განვაგრძობ წერას
იქნებ მეშველოს.
ყელში ამოვიდა გარეთ ხეტიალიც.
80 წლამდე ასაკის ბებო ყიდის მზესუმზირას,
10 წლის გოგო ყიდის ხილს.
(როგორც მითხრა დედას ეხმარება)
პათოლოგი მანევრებს აკეთებს ქუჩაში.
ყველა ლოთს ეძახის,მაგრამ დაეღუპა
ცოლი,მიატოვა შვილმა,ნათესავმა სახლიდან
გამოაგდო.
(ნუ ეს ინფორმაცია მათთვის უმნიშვნელოა)
მე კი ვზივარ და ვტირი,იმის გამო,რომ
სახლში მისულმა ვერ შევძელი ლექსის
დაწერა.
ადამიანობამდე ვერ მივედი.
გზაში სამწუხაროდ ფეხი ისე დამციურდა,რომ
უფსკრულში ჩავეშვი საიდანაც
მხოლოდ ზეციური არსებები ამოდიან.
ერთი თონის პური მე და ჩემმა ძმაკაცმა გავიყავით.
დიდი ნაწილი მე მომცა.
არაფერი მნიშვნელოვანი.
ყველა მიყვარს ვინც გვერდით მყავს.
ყველა მტკივა ვინც გვერდით მყავს.
ყველაფერი მიხარია მათზე.
და ყველაფერი მტკივა ჩემზე.
გულიანი ხარო,რომ მეტყვის ვიღაც
მადლობას ვუხდი.
(გულში მეცინება).
ბევრი რამ მიმაქვს ამ წყეულ ორგანოსთან.
არ ვნანობ.
არ ვწუხვარ.
მაგრამ მტკივა.
ხოდა მე ვარ ის ვინც უბრალოდ სხვებში
ეძებს თავის ბედნიერების წამალს.
მე ჩემს თავს ვერ ვუშველი.
მე ჩემს თავს ვერ ვერევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს