ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო.დადიანი
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2016


ძველი ამბებიდან

***
სანამ მოქცევა დაიწყება, სანამ საკუთარ
ცივ მომავალში გაგიფიქრებ ანდა იმდენად
გაგიფიქრებ, რომ აღარც იყო. ისე სათუთი
სიჩუმე არი, არის კიდევ შემობინდება.
სანამ საკუთარ მომავალსაც გავიხსენდებდე,
თვალს გავაყოლებ შენს ნაბიჯებს, როგორც მისანი.
სანამ ვიღაცის გრილ შიშიდან გამოვიდოდე,
იქნება დარჩე, ამ უბრალო სიჩუმისათვის.

***
ყველა სიზმარი ნანახი ჰქონდა,
როგორ გინდოდა გაგეოცებინა .
არც წყალს ნაყავდა,
წყალს კი არა
მზისკენ გადახრილი მუხა გამოიბა
და გზას გაუდგა.
მე რომელი ვარ,  რომელი ვარ -
შეშლილივით იმეორებდა. 
სადგურამდე ჯერ კიდევ შორი იყო,
თუმცა მატარებლის კივილი ჩაესმოდა.
შინ დაბრუნებას გავს ცხოვრებაო,
ჩაიცინა და თამბაქოს ისე მოქაჩა,
თითქოს ვალს იხდისო.
გააბოლა და კვამლს გააყოლა სიცილი.

***
ჩემი მეზობელი ბავშობიდან უსინათლოა.
ყოველ დღე, კარის გაღება-ჩაკეტვის დროს
ვხვდებით ერთმანეთს.
არასოდეს გვისაუბრია. არცერთი "გამარჯობა".
მისთვის მხოლოდ გასაღების ჩხარუნი ვარ
მოპირდაპირე კარიდან.

როგორ გავს ეს ამბავი იმ სიყვარულს,
მიძინებულს,
ჩუმად, თავისთვის რომ არსებობს.

***
როცა ყველაფერი
კარგად იყო -
ეჭვი აიღო.
და ცუდ დღეებში
დაიწყო ქექვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები