ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მარტი, 2016


თანაგრძნობის ლექსი ნინო მშვიდობაძეს

რითი დავიწყო არ ვიცი,
მაინც უნდა ვთქვა სათქმელი,
შენს ტკივილს ისე განვიცდი,
სულშიც მინთია სანთელი.
გაშლილა გლოვის სუფრა და
ჩვენია შენი განცდები,
ადრე მიდიან უფალთან
ნამდვილი ბიჭად - კაცები.
ქუდს იხდის ქრისტეს სარდლობა,
ვილოცოთ მისი სულისთვის,
გიას გულწრფელი მადლობა
მამულის სამსახურისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები