ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგო აბრამია
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2016


არასერიოზული მე

გაუჭირდებათ ხეებს,
წოლა ზამთრის მკლავებში,
შერცხვებათ.
შიშველ ტოტებს სულზე აიფარებენ.
ნუღარ აუშვებ დამდნარ თითებს,სუნთქვის კლავიშებს,
ღამისპირულზე წავალ,

თოვლში გაგეპარები...


          ***

საღამოს ფიქრები წვიმებივით მძიმდებიან,
ახლა კი ხვდები რა მწარეა მარტო დარჩენა-
საკუთარ თავთან...
და ვარსკვლავები ცის მძივებია,
შენ კი უბრალოდ ტირილი გაქვს-
სარკესთან ჩვევად.

დამიბრუნდი..

02.03.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები