ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არჩილ აფაქიძე
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2016


შენ მიდიოდი

მზე ჩადიოდა ისე სადად, ისე შენსავით.
წასვლაც იყო და არა იყო სხვა დანარჩენი.
მაგ მხრების თრთოლვა მწუხარებად ჩემში ფეთქავდა,
ამით სასჯელად დამიდგინე მე გადარჩენა.

შენი ვერდიქტი - სამუდამო განშორებაა.
დღეს სინანულთან, მგლოვიარე, კვლავაც მარტო ვარ.
და სანამ სველი შეცდომები აშმორდებიან,
მანამდე უნდა გამოფინო მზეზე საშრობად!

ჰო, ვაღიარებ, გაშვებაში დავიდე წილი!
ჩემგან მიმავალს არ მოგხვიე დარდზე მკლავები.
როდესაც ზეცას მონატრების მზე გადაივლის,
განშორებასაც სიყვარულით გავუმკლავდები.

და იყოს ასე - უშენობა, წერა, განწყობა -
რომ მოვუმზადო წარსულ დღეებს მცირე საკურთხი.
ჩვენ შევეცადეთ ბედნიერი სახლის მოწყობას,
მაგრამ შედეგად დიდი სევდა დავისაკუთრეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები