 | ავტორი: ინი ჟანრი: პოეზია 3 აპრილი, 2016 |
როცა ღმერთივით დილა თენდება, ანუ ფიქრობ რომ მზის ამოსვლა უდრის საკუთარ- თავთან როგორღაც შეთანხმებას თუ შერიგებას. . და გეჩვენება ტკივილები ღამემ წაიღო. მზის შუქზე, ღამენათენები შენი ხელები- ჰგვანან სანთლებს და დღეებს ჩაუთქვამ, დღეებს, რომლებიც თუ არ იყო გაგიჭირდება-
სიკვდილი. . ვიღაც ლოთი კაცი ღამის ქალაქში, მაცხოვრებლთათვის იგინება, შენთვის კაიფობს- შემორჩენილი ღამეებით და როცა ასანთს, ვერ მოუკიდებს და დაღლილი დაჯდება ქვაზე, და თავისთავად, შენც არ ჩქარობ არასდროს არსად დაჯდები მასთან, როგორც ღმერთი თუ ღმერთთან კაცი..
ისხდებით უხმოდ და თვალებით წაკითხულ ლოცვებს თითქმის ჩურჩულით დააყოლებთ ამინს და არაყს, გეტყვის, რომ კიდევ შევხვდებითო ძვირფასო ფორესტ, რომ ერთხელ ქრისტე უნახავს და რაღაცით ჰგავხარ. .
და ისევ მარტო ელოდები ღმერთივით დილას, არადა იცი, მზის ამოსვლა ვერაფერს შველის, უეჭველია მეგობარო, რომ დღემდე გიყვარს- მან კი სხვა გზისკენ იბრუნა პირი, შენ კი ვერაფრით ჩაჰკიდე ხელი. .
ღამდება, სადღაც გადანახულს დაეძებ იმედს, რომ საკუთარი თავი გეყოს დილამდე მაინც, რომელსაც ხშირად მის სახლთან ტოვებ. . გეჩვენება რომ ხან ცხოვრებას ვერაფრით ითმენ ათასჯერ მაინც გადააგდე სამფეხა სკამი და თოკზე დარჩი.. არადა ისევ ცოცხალი ხარ, ჯანდაბა ფორესტ. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. რას წვალობდი =დ
ნარუ <3 რას წვალობდი =დ
ნარუ <3
18. ჯანდაბა რამდენი ხანი ვეძებდი ამ ლექსს <3 ჯანდაბა რამდენი ხანი ვეძებდი ამ ლექსს <3
16. მაინც, რატომ ვართ მდირეკილნი სუიციდისკენ? კი ვიცი, მაგრამ... ბავშვებო, ნიკალას იდეის გაცოცხლება მინდა, მაგრამ ტექნიკურად ვერ ვახერხებ. იქნება, ვინმემ ითავოს? წმინდა ნინოს ფესტივალზე ხომ არ მოდიხართ 6-ში? შევარჩიოთ მყუდრო გარემო, და ვისაუბროთ პოეზიაზე, ჩვენ ხომ ასე ცოტა გვყოფნის, საკუთარი თავი და ერთმანეთი დავაფასოთ, მონატრებით, უმა მაინც, რატომ ვართ მდირეკილნი სუიციდისკენ? კი ვიცი, მაგრამ... ბავშვებო, ნიკალას იდეის გაცოცხლება მინდა, მაგრამ ტექნიკურად ვერ ვახერხებ. იქნება, ვინმემ ითავოს? წმინდა ნინოს ფესტივალზე ხომ არ მოდიხართ 6-ში? შევარჩიოთ მყუდრო გარემო, და ვისაუბროთ პოეზიაზე, ჩვენ ხომ ასე ცოტა გვყოფნის, საკუთარი თავი და ერთმანეთი დავაფასოთ, მონატრებით, უმა
13. კარგი სალექსე მასალაა :) ჭირდება მიბრუნება.
5 .. სათავფურცლე კარგი სალექსე მასალაა :) ჭირდება მიბრუნება.
5 .. სათავფურცლე
12. გილო, ამ თვეში უნდა გავიდეს :)) მეც მომწონს და მონიშნული მაქვს. გილო, ამ თვეში უნდა გავიდეს :)) მეც მომწონს და მონიშნული მაქვს.
11. ვიბრძოლე ამ ლექსის გამო, თუმცა ვერ ვიხილე იქ, საიდანაც ყურადღებას უფრო მეტად მიაქცევდნენ, რომ წაეკითხათ. კიდევ ერთხელ ვისიამოვნე... ვიბრძოლე ამ ლექსის გამო, თუმცა ვერ ვიხილე იქ, საიდანაც ყურადღებას უფრო მეტად მიაქცევდნენ, რომ წაეკითხათ. კიდევ ერთხელ ვისიამოვნე...
10. ''და ისევ მარტო ელოდები ღმერთივით დილას, არადა იცი, მზის ამოსვლა ვერაფერს შველის, უეჭველია მეგობარო, რომ დღემდე გიყვარს- მან კი სხვა გზისკენ იბრუნა პირი, შენ კი ვერაფრით ჩაჰკიდე ხელი. .''
მე ისევ მოვალ.. და დაგიძახებ. რომ გაგახსენდეს - .მახსოვხარ. ;) ``და ისევ მარტო ელოდები ღმერთივით დილას, არადა იცი, მზის ამოსვლა ვერაფერს შველის, უეჭველია მეგობარო, რომ დღემდე გიყვარს- მან კი სხვა გზისკენ იბრუნა პირი, შენ კი ვერაფრით ჩაჰკიდე ხელი. .``
მე ისევ მოვალ.. და დაგიძახებ. რომ გაგახსენდეს - .მახსოვხარ. ;)
9. ცის ფურცლებიდან ისევ იწერ უცნაურ ამბებს...
ცის ფურცლებიდან ისევ იწერ უცნაურ ამბებს...
8. ნამდვილად ემოციური და კარგია.
არადა იცი, მზის ამოსვლა ვერაფერს შველის... :)
ჰო, "მაცხოვრებლთათვის" ან კორექტურაა, ან - სულ შესაცვლელი სიტყვა.
ნამდვილად ემოციური და კარგია.
არადა იცი, მზის ამოსვლა ვერაფერს შველის... :)
ჰო, "მაცხოვრებლთათვის" ან კორექტურაა, ან - სულ შესაცვლელი სიტყვა.
7. ძალიან კარგი ავტორი, მართლა შესანიშნავი. "სხვა"-ში რაც დევს ძალიან მომეწონა ისინიც. კატა, ძვირფასო ქმარო, ანდრე და ლოცვასავით... -ესენი ძალიან მომეწონა. უდავოდ გამორჩეული ავტორია.
ძალიან კარგი ავტორი, მართლა შესანიშნავი. "სხვა"-ში რაც დევს ძალიან მომეწონა ისინიც. კატა, ძვირფასო ქმარო, ანდრე და ლოცვასავით... -ესენი ძალიან მომეწონა. უდავოდ გამორჩეული ავტორია.
6. კი, სარანგულია) კი, სარანგულია)
5. "ვიღაც ლოთი კაცი ღამის ქალაქში, მაცხოვრებლთათვის იგინება, შენთვის კაიფობს-"
ამ ადგილმა ამომაგდო...მითუმეტეს ამ სიტყვამ " მაცხოვრებლთათვის"....
სხვა ყველა კარგი იყო...+3
"ვიღაც ლოთი კაცი ღამის ქალაქში, მაცხოვრებლთათვის იგინება, შენთვის კაიფობს-"
ამ ადგილმა ამომაგდო...მითუმეტეს ამ სიტყვამ " მაცხოვრებლთათვის"....
სხვა ყველა კარგი იყო...+3
4. ვახ, ჩემი! ძალიან მაგარი ემოცია მოიტანა. შესრულებაც სერიოზულ დონეზე აქვს.
მიაქციეთ რა ყურადღება! რედკოლეგიის საყურადღებოდ ვამბობ და არა მარტო :) ვახ, ჩემი! ძალიან მაგარი ემოცია მოიტანა. შესრულებაც სერიოზულ დონეზე აქვს.
მიაქციეთ რა ყურადღება! რედკოლეგიის საყურადღებოდ ვამბობ და არა მარტო :)
3. დააყენეთ ეგ კაცი სადაც არის
აქ ხომ დედა ვუტირეთ და იქ.მაინც
(ბოდიში ბილწიმისთვისა )
შენ ცოცხალი დამრჩი? დამაცა დააყენეთ ეგ კაცი სადაც არის
აქ ხომ დედა ვუტირეთ და იქ.მაინც
(ბოდიში ბილწიმისთვისა )
შენ ცოცხალი დამრჩი? დამაცა
2. გალაკტიონი ცოცხალი რომ ყოფილიყო და ეს წაეკითხა, მაშინ მოიკლავდა თავს. გალაკტიონი ცოცხალი რომ ყოფილიყო და ეს წაეკითხა, მაშინ მოიკლავდა თავს.
1. სიკვდილი. . ვიღაც ლოთი კაცი ღამის ქალაქში, მაცხოვრებლთათვის იგინება, შენთვის კაიფობს- შემორჩენილი ღამეებით და როცა ასანთს, ვერ მოუკიდებს და დაღლილი დაჯდება ქვაზე, და თავისთავად, შენც არ ჩქარობ არასდროს არსად დაჯდები მასთან, როგორც ღმერთი თუ ღმერთთან კაცი..
ჯანდაბა ფორესტ სიკვდილი. . ვიღაც ლოთი კაცი ღამის ქალაქში, მაცხოვრებლთათვის იგინება, შენთვის კაიფობს- შემორჩენილი ღამეებით და როცა ასანთს, ვერ მოუკიდებს და დაღლილი დაჯდება ქვაზე, და თავისთავად, შენც არ ჩქარობ არასდროს არსად დაჯდები მასთან, როგორც ღმერთი თუ ღმერთთან კაცი..
ჯანდაბა ფორესტ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|