ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: თარგმანი
4 აპრილი, 2016


შენთვის, ძვირფასო - Pour toi, mon amour (Jacques Prévert)


ინტერპრეტაცია

მე ჩიტი ვიყიდე ძვირფასო
შენთვის,
რომელიც გალიაში ცხოვრობდა.
გჩუქნი ყვავილებს,
სილამაზეს
მეყვავილის დახლიდან.
ძვირფასო...
ჯართი, ძველმანები...
ბორკილი ვიყიდე,
რომ არ წახვიდე სახლიდან.
გეძებდი ტყვეთა შორის,
მონებთან გეძებდი,
ძვირფასო გეძებდი
და შენ არ იყავ.


თარგმანი

წავედი ჩიტების ბაზარში
და ვიყიდე ჩიტები -
შენთვის,
ჩემო სიყვარულო.

წავედი ყვავილების ბაზარში
და ვიყიდე ყვავილები -
შენთვის,
ჩემო სიყვარულო.

წავედი ჯართის ბაზარში
და ვიყიდე ჯაჭვები,
მძიმე ჯაჭვები - შენთვის,
ჩემო სიყვარულო.

და მერე წავედი
მონათა ბაზარში
და გეძებდი.
მაგრამ ვერ გიპოვე,
ჩემო სიყვარულო.


Je suis allé au marché aux oiseaux
Et j'ai acheté des oiseaux
Pour toi
mon amour
Je suis allé au marché aux fleurs
Et j'ai acheté des fleurs
Pour toi
mon amour
Je suis allé au marché à la ferraille
Et j'ai acheté des chaînes
De lourdes chaînes
Pour toi
mon amour
Et puis je suis allé au marché aux esclaves
Et je t'ai cherchée
Mais je ne t'ai pas trouvée
mon amour

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები