 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 5 აპრილი, 2016 |
კედლებში, რომელიც თეთრია, ხშირად კი სველი ყველაზე ძვირად ღიმილი ფასობს და როცა უიმედობა შეეპარება ბზარებად, იმედს არიგებენ კაფსულებით... ხანდახან გგონია აქ ღმერთი ისე ახლოსაა, ხანდახან არც გჯერა მისი არსებობის და მაინც, აქ ყველაზე გულწრფელად ლოცულობენ, აქ ყველაზე სწრფად იწვება თაფლის სანთლები...
ცრემლივით მლაშე და სველია თეთრი კედლები, დედის თვალებივით ბჟუტავს ნათურები, მაგრამ მაინც გეიმედებიან. აქ ყველაზე სწრაფად გადის, ან ჩერდება დრო, აქ ბავშვების ჟრიამულიც ისმის ხანდახან... აქ ყველაზე დიდი საჩუქარი გახელილი თვალებია, და ბედნიერება ყველა ჩახუტება... კედლებში, რომელსაც წამლების და მეტასტაზების სუნი აქვს, ეგუებიან ბავშვები ტკივილს, იბრძვიან დედები...
აქ, ამ ცივ კედლებში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არ იყო ცუდი. 3 ქულა და მოლოდინი მომდევნო ლექსების. არ იყო ცუდი. 3 ქულა და მოლოდინი მომდევნო ლექსების.
3. რა შემზარავია... რა შემზარავია...
2. :( ბავშვების ტკივილზე დიდი ტკივილი არ არსებობს... :( ბავშვების ტკივილზე დიდი ტკივილი არ არსებობს...
1. "ეგუებიან ბავშვები ტკივილს" :(
მძიმე, ტკივილიანი...
"ეგუებიან ბავშვები ტკივილს" :(
მძიმე, ტკივილიანი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|