ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2016


გაზაფხულს *

და ახლა ისე, 
როგორც არასდროს
ვგრძნობ გაზაფხულის მოახლოებას.
კანზე -სიოს ნაზ ალერსს,
თვალებში-მზის მომფინარ სხივებს,
მკერდზე, ღილებივით- დამსკდარ ნუშის ხის კვირტებს
და ჩემი გაშლილი თმებით-ცაში შემოფრენილი, მონატრებული მერცხლების ქაოსურ ნავარდს.
გაზაფხულის მოსვლას ვგრძობ ისე,  როგორც არასდროს.
არასდროს არ მიგრძვნია მე შენი მოსვლაც ,
თუმცა მგონია აჯობებს კიდეც
გვიან მოხვიდე,
გაზაფხულსაც ხომ
ზამთრის შემდეგ ვგრძნობ ასე მძაფრად…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები