და მეც ისეთი, როგორც გითხარი ანუ დაღლილი და დაქანცული კვლავ მივუყვები შენსკენ ბილიკებს, მაგრამ არსად ჩანს ქარი, არც წვიმა , არც თოვლი, თუნდაც მზე, რომ მოაქროლოს, რომ ჩამოწვიმოს, ჩამოთოვოს ან გაანათოს თავისი სხივით შენი არსება ან რამე მაინც მირაჟის მსგავსი… შენ დარჩი ისე, როგორც წაუკითხავი შესავალი წიგნის ან თუნდაც ხიდან ჩამოცვენილი ბოლო შემოდგომის ფოთოლი…