ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2016


ასე

შეიმოსება შუქით ტოტები,
მზე ჰორიზონტთან გააბამს ხაზებს,
ამ გაზაფხულზე მართლა მოვკვდები,
და ყველაფერი იქნება ასე:

ქუჩის კუთხეში ყვავილს შეიძენ,
და მაკიაჟი შენს სახეს მორთავს,
შიშველი სულის მოხვალ ზეიმზე,
საკმევლის სუნი გაათბობს ოთახს.

და გეწყინება ჩემი სიკვდილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები