საკუთარ თავს რამდენჯერმე ვკარგავ, რამდენჯერმე ვკარგავ და ვპოულობ დღეში. საკუთარ სულს ხან სატანა, ხან მე განვკარგავ. საკუთარ ტუჩებს ვკოცნი ხანდახან, ხანაც ვიფურთხებ ზიზღით სახეში! დღეში ათასჯერ ვიგებ და ვაგებ ომებს... რამდენჯერაც ვცოცხლდები, იმდენჯერ ვკვდები. ვიცვლი სულის სიღრმის მასშტაბებს, ზომებს. ხან საკუთარ უსუსურობას ვხვდები, ხანაც ჩემს გვირგვინს ნაპოლეონი კრძალვით იზომებს. ხან ჩემი გულის სისხლით, ცრემლით მოთხვრილი ჩემთან მოსვლას გთხოვ, უსაზმნოდ გიხმობ, ხანაც დიდების, ტრიუმფების სიამაყით გულშემოსილი მე დანით ვფხაჭნი შენს სახელს, შენზე არ ვფიქრობ. ხან ჩუმი სიზმრით გარინდებულს ჩუმად გაკოცებ, ხან გაცეცხლებულს გეუბნები: "აღარ მჭირდები!" ხანდახან ჩემს თავს დაქტილური რითმით ვაოცებ, ხანაც კი სიტყვა ჩამიწყდება, თითქოს ვმშვიდდები... მოდი, დაბრუნდი, კიდევ ერთხელ, ერთხელ გაკოცებ და წაიყოლე სიმეტრიულად არეული ჩემი ფიქრები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ჩანს ადამიანი, სულისა და ხორცის ჭიდილით გამოწვეული განცდები რეალური და ნაცნობია, ყოჩაღ! ჩანს ადამიანი, სულისა და ხორცის ჭიდილით გამოწვეული განცდები რეალური და ნაცნობია, ყოჩაღ!
8. დასაწყისისთვის კარგია2222222222222 დასაწყისისთვის კარგია2222222222222
7. მომეწონა, საკუთარ თავსა და ცხოვრებაში ჩაღრმავებაა, პოეტურიცაა, თავისებური რიტმით. მომეწონა, საკუთარ თავსა და ცხოვრებაში ჩაღრმავებაა, პოეტურიცაა, თავისებური რიტმით.
6. დახვეწა უნდა ცოტა ისე მაგარი ლექსია საღოლ ძმა 8 დახვეწა უნდა ცოტა ისე მაგარი ლექსია საღოლ ძმა 8
5. ნიჭი აშკარად იგრძნობა. ნიჭი აშკარად იგრძნობა.
4. თეას ვეთანხმები. თეას ვეთანხმები.
3. საინტერესო ფრაზებია აქა-იქ. საინტერესო ფრაზებია აქა-იქ.
2. მოდი ,დაბრუნდი,კიდევ ერთხელ,ერთხელ გაკოცებ და წაიყოლე სიმეტრიულად არეული ჩემი ფიქრები! კარგია. მოდი ,დაბრუნდი,კიდევ ერთხელ,ერთხელ გაკოცებ და წაიყოლე სიმეტრიულად არეული ჩემი ფიქრები! კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|