შენს ნაფეხურებს რომ მოსდია ჩემთან აისმა, ღვინის დასხმის და სიმღერის ხმა მაშინ გაისმა; გახსოვდეს, მიწა მუდამ ელის გლეხსა თუ მეფეს, რომ აღსასრული დეკემბერში ჰპოვოს მაისმა. * * * მყუდრო ადგილს მივაშუროთ ცოტა პურით, ცოტა ღვინით, თან ლექსებიც გავიყოლოთ, ჩავიკითხოთ იქ ღიღინით... ჰოდა, როცა გავლაღდებით ვნებითა და თრობის ჟინით, თვით სულთანსაც გავაოცებთ ნანგრევებში ჩვენი ლხინით. * * * რაც გაგიცან, მეგობარო, მუდამ ჭკვიან კაცად ჩანდი, ჰოდა, რად ხარ მოწყენილი, რად შეგიჩნდა სევდის ლანდი?! ამ საწუთროს ვერ გარდაქმნის შენი შნო და შენი ფანდი, მაშ, ილხინე, სანამ გადგას თავს სიცოცხლის შარავანდი. * * * შენ, ვარდო ჩემო!... სატრფოს მსგავსად მუდამ კარგი ხარ, შენ, ღვინოვ ჩემო!.... განა ღვინოდ? _ ლალად ვარგიხარ, შენ, ბედო ჩემო!... მტარვალი ხარ და თითო წამით მშორდები, მაგრამ მაინც არსად დასაკარგი ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დამიჯერეთ, რომ როგორც თარგმანიც საუკეთესოა დამიჯერეთ, რომ როგორც თარგმანიც საუკეთესოა
3. ..კარგია..კარგია რომ ეს ნიშაპურელი ბოჰემის მამა კიდევ გვახსოვს, რომ კიდევ ვთარგმნით და კიდევ ვკითულობთ. +5 ..კარგია..კარგია რომ ეს ნიშაპურელი ბოჰემის მამა კიდევ გვახსოვს, რომ კიდევ ვთარგმნით და კიდევ ვკითულობთ. +5
2. პირველი ცოტა რაღაცნაირია თითქოს... დანარჩენები მომეწნა...:-* 4 პირველი ცოტა რაღაცნაირია თითქოს... დანარჩენები მომეწნა...:-* 4
1. როგორც თარგმანს ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც პოეზიას - 5. როგორც თარგმანს ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც პოეზიას - 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|