ჩემი ფასია ჩემი ხელები- არა ბეჭედი,მას რომ ამშვენებს. რაც თავი მახსოვს,ჩემი ხელებით და გახელებით კედლებს ვაშენებ. მე შევიძინე გუშინ ბეჭედი, ჩემი ხელებით ნაშოვნი ფულით და ნიღაბივით მოვირგე ხელზე... ნიღაბს ოფლი და ცრემლი ასკდება (ახლა ორივეს ფარავს ნიღაბი), პირზე კი სცენის სინათლე ურტყამს და ზუსტად ამ წამს,აქ გადაწყდება, რა შეუძლია კაცის ულმობელ,უმართავ სუნთქვას, რომ გამოსტაცოს სცენის სინათლეს, სადაც თავს იყრის ორი სიმართლე- ხალხის და მასხრის... დაეშვა ფარდა და ტაშის შემდეგ, დარჩა სიჩუმე და სიმარტოვე, მაგრამ მთავარი სცენა სპექტაკლის მე კულისების მიღმა დავტოვე. -ჩემი სიმართლე მე ხალხს დავუთმე... და ჩემი ხელით ნაშოვნი ფულით შეძენილ ბეჭედს დავყურებ ახლა, ნიღაბივით რომ მოვირგე ხელზე. რომლის გულისთვის მე მომიწია, ჩემი თავის და ხელების დახრამ. რომელიც გუშინ ისე ბრწყინავდა, როგორც გაფრენილ არწივის თვალი და მაბრმავებდა,რაც მიზიდავდა- მისკენ მივქროდი მომავლით მთვრალი. მაგრამ მოვტყუვდი- ნიღბადქცეულმა ჩემმა ბეჭედმა ოფლი და ცრემლი მომგვარა მხოლოდ. ახლა ხელების სითეთრეს ფარავს, მხოლოდ და მხოლოდ... ხელები იყო თოვლივით თეთრი და ეტყობოდა ნაფახურები, კაცის და მხეცის.- ორ ხელზე თითქოს ორი გზა იყო და მაინც თეთრი მქონდა ხელები და დაჭრილ მეფის ზვიად ნერვებით, თეთრ გზებზე მხეცებს მივერეკები... მე კვლავ გავრბივარ ან თავად მივსდევ და ცოფიანი თოვლის მხეცები მიღრენენ. მაგრამ მე ვცდილობ ისევ, რომ გულზე მშვიდად მეწყოს ხელები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. პოეზიის რა ვთქვა და ბეჭედმა კი დამაინტერესა... ნახავდა კაცი ილუსტრაციაში, რა ბეჭედია ამისთანა...:)
პოეზიის რა ვთქვა და ბეჭედმა კი დამაინტერესა... ნახავდა კაცი ილუსტრაციაში, რა ბეჭედია ამისთანა...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|